თვალსაჩინოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის,ამიტომ მისი გამოყენება სასწავლო პროცესში ინფორმაციის ხანგრძლივად დამახსოვრების საშუალებას იძლევა.ამა თუ იმ თემის ვიზუალურად წარმოჩენის საუკეთესო საშუალება სწორედ Power Point-ია.პროგრამა გვაძლევს საშუალებას სლაიდებზე განვათავსოთ ტექსტი,სურათი,ანიმაცია,ხმა,ვიდეო,შევცვალოთ ფონი და ა.შ.ყველაფერი ერთად კი გაკვეთილს საინტერესოს და დასამახსოვრებელს ხდის.
Power Point-ს არა მარტო სკოლაში,არამედ თითქმის ყველა დაწესებულებაში იყენებენ ინფორმაციის გაცნობის,ახალი მასალის გადაცემის,საკუთარი მიღწევების წარმოჩენის და სხვა მიზნით.კარგად მომზადებული "სლაიდ-შოუ" არაჩვეულებრივი საშუალებაა აუდიტორიაზე ზემოქმედების მოსახდენად.
Power Point-ი ერთგვარ გეგმასაც შეიძლება წარმოადგენდეს.ის ეხმარება მომხსენებელს თემის თანმიმდევრულ წარმართვაში და უხერხული სიტუაციებიდან თავის დაღწევაში.აუცილებელია აუდიტორიის ჩართვა პრეზენტაციის დროს,რათა ეს არ იყოს მონოლოგი,რაც უინტერესო ხდება ხშირად მსმენელებისათვის.სასურველია პრეზენტაცია გაგრძელდეს 15-20 წუთი და არა მეტი.სლაიდების რაოდენობა კი 20-ით განისაზღვროს.
მულტიმედია საშუალებების გამოყენების ფუფუნება ჩვენ არ გვქონდა,თუმცა თანამედროვე თაობას ეს შესაძლებლობა აქვს და,ვფიქრობ,აუცილებლად სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს.
Комментариев нет:
Отправить комментарий