თემა _ “ბულინგი”
მასწავლებელი
|
თინა
გიორგაძე
|
|||||||||||||
საკონტაქტო
ინფორმაცია
|
ელ.ფოსტა: giorgadzetea1@gmail.com
ტელეფონი:577616165
|
|||||||||||||
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
|||||||||||||
გაკვეთლის
თემა
|
ბულინგი (ჩაგვრა)
|
|||||||||||||
სამოდელო
გაკვეთილის ტიპი
|
პრობლემაზე ორიენტირებული
|
|||||||||||||
სწავლების საფეხური და კლასი
|
დაწყებითი საფეხური.Vკლასი.
|
|||||||||||||
(ჩსაგაკვეთილო დრო
|
45 წუთი
|
|||||||||||||
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
7 მოსწავლე
|
|||||||||||||
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში სსმ მოსწავლე არ გვყავს
|
|||||||||||||
გაკვეთილის აქტუალობა, სიახლეები
|
თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში
აქტიურად საუბრობენ ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ საკითხს უფრო ოჯახური ძალადობის ჭრილში განიხილავენ მაშინ, როცა არანაკლებ აქტუალური და საშიშია მოზარდთა შორის არსებული დაპირისპირება. ძალადობრივი ქცევის სტილი მეტისმეტად გაახალგაზრდავდა და სასკოლო სივრცეშიც დამკვიდრდა.
ბულინგი კომპლექსური და გლობალური პრობლემაა, რომლის გამოვლენის საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მასწავლებელს აკისრია.მუდმივად
უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ თემაზე.განსაკუთრებით იმ კლასებში,სადაც
შეინიშნება მცირედი გამოვლინებაც კი.
|
|||||||||||||
გაკვეთილის მიზანი და ესგ-თი განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/ ინდიკატორები
|
გაკვეთილზე მოსწავლეები შეეცდებიან
თვითონვე განსაზღვრონ ბულინგის
დამახასიათებელი ნიშნები, გაეცნობიან ბულინგის სახეებს.სიტუაციური ამოცანების
დახმარებით,იმსჯელებენ მის გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე.
ქართ.დაწყ.(II).2
. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული
სხვადასხვა ტიპის
ტექსტების მოსმენა და
გაგება-გააზრება; ტექსტებზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
მონაწილეობს ლიტერატურული
ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში, მსჯელობს
ნაწარმოეში ასახული
პრობლემის/კონფლიქტის შესახებ.
ქართ.დაწყ.(II).3.მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული
სხვადასხვა ტიპის ნაცნობი
ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება;
მათ მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და
ახსნა; მხატვრული ნაწარმოების
ესთეტიკური შეფასება (საწყის დონეზე).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
• გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
საინფორმაციო ტექსტებში გადმოცემული ფაქტების
მიმართ (დადებითად/უარყოფითად
ვაფასებ; აღმაფრთოვანა/აღმაშფოთა და სხვ.);
ქართ.დაწყ.(II.)6. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული
სხვადასხვა ტიპის
ტექსტების წაკითხვა, გაგება და
გაანალიზება არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხების/დეტალების
გათვალისწინებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
გამოყოფს და ასახელებს ტექსტის
მთავარ საკითხებს;
|
|||||||||||||
ორგანიზების ფორმა
|
ინდივიდუალური და ჯგუფური
მუშაობა.
|
|||||||||||||
მოსწავლეების წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებს გამომუშავებული
აქვთ ტექსტზე მუშობის,დაკვირვების,დისკუსიის საწყისი უნარ-ჩვევები.ასევე შესწავლილი
აქვთ ტექსტი „ბიჭი და ძაღლი“, რომელიც ჩაგვრისა და დაშინების თემას მოიცავს.
|
|||||||||||||
გაკვეთილის თანამიმდევრობა/ აქტივობები
|
I აქტივობა _ კლასის ორგანიზება.
გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა. ქცევის წესების შეხსენება და შეფასების რუბრიკის
გაცნობა. (5წთ.)
მინი ლექციის
საშუალებით
განვსაზღვრავ
გაკვეთილის
მიზანს,
გავაცნობ
შეფასების
ინსტრუმენტებს
და
ინსტრუქციას: გაკვეთილზე მოსწავლეები, სიტუაციური
ამოცანების დახმარებით, შეძლებენ განსაზღვრონ ბულინგის დამახასიათებელი ნიშნები, გაეცნობიან
ბულინგის სახეებს, იმსჯელებენ მის გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე.
II
აქტივობა - გონებრივი იერიში (6 წთ.)
მოსწავლეებს ვაჩვენებ ბულინგის
თემაზე შექმილ რესურსს და ვსვამ შეკითხვებს:
1)რას
ხედავთ სურათზე?
2)თქვენი
აზრით,რა იქნება ჩვენი გაკვეთილის თემა?
3)როგორ
ფიქრობთ,რატომ იშვერენ თანატოლები ერთი გოგონასკენ თითს?
4)თქვენი
ვარაუდით,რატომ ჩაგრავენ თანატოლები ერთმანეთს?
(ვავსებთ გრაფიკულ სქემას)
ვარაუდების სქემა
III აქტივობა - ( 7
წთ.)
ვსვამ შეკითხვას:
1)ვინ შეიძლება იყოს ბულინგის მსხვერპლი?(ბავშვები,
რომლებიც
განსხვავდებიან თანატოლებისგან ფიზიკური
თუ
ფსიქიკური
მახასიათებლებით)
2)გაიხსენეთ მხატვრული ნაწარმოები,რომელიც
ამ თემას ეხებოდა.
მოსწავლეებს
მოკლედ განვუმარტავ ბულინგის მნიშვნელობას და მის ტიპებს.
ვავსებთ სქემას „პრობლემა და მისი გადაჭრის გზები“:
3)რა
პრობლემა აქვს ავგუსტს?
4)რა იყო
ამის მიზეზი/მიზეზები?
5)როგორ
შეიძლება გადაიჭრას პრობლემა?
შემდეგ ვაჩვენებ ვიდეოს მეორე ნაწილს,სადაც
კარგად ჩანს,როგორ გადაჭრა ავტორმა ეს პრობლემა.
IV
აქტივობა_ ჯგუფური მუშაობა (10 წთ.)
ბავშვებს ჯგუფებში ვანაწილებ
გაკვეთილის დაწყებისას
მოსწავლეებს ვაძლევ სიტუაციურ
ამოცანას.
პირველ ჯგუფს:
სიტუაცია 1
გვანცა კლასში ახალგადმოსულია. მას თვალის პრობლემა აქვს (ის
ელამია). კლასის გოგონათა ჯგუფმა ნინოს პირველ დღეს კლასში დასცინეს და
მასთან ახლოს არავინ დაჯდა. შემდეგ დღეებში დერეფანსა და
სკოლის ეზოშიც იგივე გაიმეორეს. ტელეფონში ხშირად უგზავნიდნენ სმს-ებს ,,ბრუციანო“.
მეორე ჯგუფს:
სიტუაცია 2
თემოს ძალიან უყვარს წიგნების კითხვა. ის
წყნარი და მშვიდი ბავშვია.ამ თვისებების გამო, იგი ძალიან უყვართ მასწავლებლებს.
თემოს ორი თანაკლასელი მუდმივად ავიწროვებს და წიგნებს ხან უმალავს,ხან კიდევ
ნაგვის ურნაში უყრის.
1)რა არის პრობლემა?
2)რა არის პრობლემის მიზეზი?
3)თქვენი აზრით, როგორ შიძლება გადაიჭრას პრობლემა?
(ავსებენ იმავე სქემას)
V
აქტივობა_ პრეზენტაცია ( 5 წთ.)
პრეზენტატორი წარმოადგენს
ნამუშევარს.
VI
აქტივობა _ (8 წთ.)მოსწავლეებმა უნდა შექმნან რესურსი,რომლითაც
მოძალადეებს მოწოდებენ შეწყვიტონ ძალადობა.
VII აქტივობა _ საშინაო დავალება(2 წთ.)
გაიხსენეთ
შემთხვევა,როცა თქვენი თანაკლასელი ან თქვენ ყოფილხართ ბულინგის
მსხვერპლი.დავალება შეასრულეთ თაბახის ფურცელზე და შეგიძლიათ არ მიაწეროთ სახელი
და გვარი.
VIII აქტივობა_ შეფასება(განმავითარებელი)(2წთ.)
|
|||||||||||||
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
პროექტორი, ლეპტოპი, ფორმატები,
მარკერები, მაკრატელი, წებო, ფორმატის დიდი ფურცლები, სქემები.
|
|||||||||||||
შეფასება
|
შეფასების ტიპი – განმავითარებელი. (დანართი
N1)
|
შეფასების სქემა
განმავითარებელი შეფასების კრიტერიუმები
|
ელენე
|
ნინო ჯ.
|
ლაშა
|
ნიკა
|
ნინო
|
ბესო
|
მარიამი
|
თავისუფლად
გამოხატავდა საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტებისა და ფილმში ნაჩვენები
პრობლემის მიმართ.
|
|
|
|
|
|
|
|
აქტიურად
იყო ჩართული ჯგუფურ მუშაობაში.
|
|
|
|
|
|
|
|
კარგად
გაართვა თავი ჯგუფში დაკისრებულ მოვალეობას.
|
|
|
|
|
|
|
|
კითხვებზე
პასუხობდა ადეკვატურად.
|
|
|
|
|
|
|
|
აქტიურად
მონაწილეობდა რესურსის შექმნაში.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გამოყენებული რესურსები:
3)
http://phf.org.ge/ka/resources/maswavleblis-roli-bulingis-problemis-gadachrashi/
N2
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
თემა „ჩანახატი“
მასწავლებელი
|
თინა
გიორგაძე
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საკონტაქტო
ინფორმაცია
|
ელ.ფოსტა: giorgadzetea1@gmail.com
ტელეფონი:577616165
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთლის
თემა
|
ჩანახატი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სამოდელო
გაკვეთილის ტიპი
|
გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი:
1)შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.
2)წიგნიერება.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სწავლების საფეხური და კლასი
|
დაწყებითი საფეხური.Vკლასი.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საგაკვეთილო დრო
|
45 წუთი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
7 მოსწავლე
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში სსმ მოსწავლე არ გვყავს
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის აქტუალობა, სიახლეები
|
მოზარდობის ასაკში მოსწავლეები ხშირად ცდილობენ საკუთარი გრძნობების
და დამოკიდებულებების გადმოსაცემად შექმნან ჩანახატები და მოთხრობები. გარდა
ამისა, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ სამივე
საფეხურზე მოუწევთ სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურის შესწავლა. მასწავლებელმა
დაწყებით საფეხურზევე უნდა შეუწყოს ხელი შემოქმედებითი აზროვნების
ჩამოყალიბებას, მისცეს მათ სწორი მიმართულება და შესაბამისი ცოდნა. მოცემული
გაკვეთილიც ამ კონკრეტული უნარის გამომუშავებაზეა ორიენტირებული, თუმცა
აქტივობები გვაძლევს საშუალებას მოსწავლეებმა ასევე განიმტკიცონ თანამშრომლობითი
და ტექსტზე მუშაობის უნარები.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობების მიზნები და მისაღწევი შედეგები
|
მოსწავლეები გაკვეთილის მსვლელობისას
გაიხსენებენ სხვადასხვა ჟანრის ტექსტებს, გამოარკვევენ რა ნიშნებით ხასიათდება
ჩანახატი.განუმტკიცდებათ შემოქმედებითი,
თანამშრომლობის და ტექსტზე მუშაობის უნარები.გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებმა
უნდა შეძლონ სხვადასხვა ხასიათის ტექსტების ერთმანეთისაგან გარჩევა. ასევე,
ჩანახატების შექმნა, შესაბამისი შინაარსობრივი,ენობრივი და ფორმალური ნიშნების
მიხედვით.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ესგ-თი განსაზღვრული
მისაღწევი შედეგები/ ინდიკატორები
|
· ქართ. V. 1.
მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი
სირთულის ტექსტების მოსმენის და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტებში გადმოცემული ფაქტების მიმართ (დადებითად/უარყოფითად ვაფასებ; აღმაფრთოვანა/აღმაშფოთა და სხვ.);
მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების
საწყისი უნარი.
ისმენს მხატვრულ ნაწარმოებს და გამოხატავს საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს;
ქართ.V.13
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა
წერს ჩანახატებსა და ფელეტონებს.
მოსწავლეს შეუძლია წერითი დავალების
ამოცანის განსაზღვრა და ფუნქციური სტილის არჩევა. შინაარსობრივი, ენობრივი და ფორმალური ნიშნების მიხედვით ირჩევს მხატვრულ (განცდილი შთაბეჭდილების გადმოსაცემ) ენას;
·
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ორგანიზების ფორმა
|
ინდივიდუალური, წყვილებში მუშაობა და ჯგუფური მუშაობა.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეების წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან რა არის
მოთხრობა და იგავ-არაკი. გამომუშავებული აქვთ ტექსტზე მუშაობის უნარები.იციან
სასვენი ნიშნების დანიშნულება.ასევე იციან მხატვრული ხერხები: ეპითეტი,შედარება,გაპიროვნება.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის თანამიმდევრობა/ აქტივობები
|
I აქტივობა _ კლასის ორგანიზება.
გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა. ქცევის წესების შეხსენება და შეფასების რუბრიკის
გაცნობა. (5წთ.)
მინი ლექციის საშუალებით განვსაზღვრავ გაკვეთილის მიზანს, გავაცნობ შეფასების ინსტრუმენტებს და ინსტრუქციას:
„მოგესალმებით! დღეს ჩვენ ვატარებთ
სამოდელო გაკვეთილს თემაზე „ჩანახატი“. თქვენ მომდევნო კლასებში გაეცნობით
მრავალფეროვან ლიტერატურას. შესაძლებელია, რომელიმე თქვენგანს მომავალში წერის სურვილიც კი გაუჩნდეს. ამიტომ, ჩვენი
დღევანდელი გაკვეთილის მიზანია, გავიხსენოთ
სხვადასხვა ჟანრის ტექსტები, დავაკვირდეთ
რა ნიშნებით ხასიათდება ჩანახატი და შევეცადოთ თვითონაც შევქმნათ ის. ჩვენ
მოგვიწევს მუშაობა ინდივიდუალურად, წყვილებში და ჯგუფურად,
რაც
გარკვეული წესების დაცვას გულისხმობს.
ამიტომ, ერთად გავიხსენოთ გაკვეთილზე მოქცევის წესები. ჯგუფური მუშაობის
დაწყებამდე კი, ჯგუფური მუშაობის წესებს გაგაცნობთ.
ესგ_დან გამომდინარე,მიზნის
მისაღწევად,თქვენ უნდა გაიხსენოთ სხვადასხვა ტიპის ტექსტები,მათი
დამახასიათებელი ნიშნები, გადმოსცეთ თქვენი შთაბეჭდილებები მოსმენილი ტექსტის მიმართ, იმსჯელოთ ამ
ტექსტების შესახებ და ბოლოს შექმნათ
პროდუქტი_ჩანახატი. (შეფასების რუბრიკა)
II
აქტივობა - გონებრივი იერიში (5წთ.)
1)გავიხსენოთ
რა არის მოთხრობა? იგავ-არაკი?
2)დავასახელოთ
თითოეულის მაგალითი.
3)რით
განსხვავდება მოთხრობა იგავ-არაკისაგან?
(ვავსებთ ორ გრაფიკულ სქემას)
მოსწავლეებს ვთხოვ ჩამოთვალონ
სიუჟეტის განვითარების ეტაპები.
1)კვანძის შეკვრა
2)მოქმედების
განვითარება
3)კულმინაცია
4)კვანძის გახსნა
ბავშვები
ასახელებენ ერთ მოთხრობას და განიხილავენ თითოეულ კომპონენტს.
ამის
შემდეგ,ვსვამ შეკითხვას: რა შეიძლება იყოს ჩანახატი?
III აქტივობა - ( 6 წთ.)
მოსწავლეებს ვურიგებ თანათოლთა მიერ დაწერილ ჩანახატებს.
ვთხოვ, ყურადღებით წაიკითხონ წყვილებმა
ტექსტი. ვსვამ შეკითხვებს:
1)როგორ ფიქრობთ, რის შესახებაა საუბარი ტექსტში? რამ
მიგანიშნათ მის შინაარსობრივ მხარეზე?
2)რომელი სამი სიტყვითაა აღწერილი გარემო,რომელშიც ავტორი
იმყოფება?
3)რომელი სიტყვები დაემატა თქვენ მიერ დასახელებულ სამ
სიტყვას და რა დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდათ დამატებულმა სიტყვებმა?
4)მეორე აბზაცში,რომელი შინაარსობრივი ელემენტები დაემატა
ტექსტს?
5)რაზე მიგანიშნებთ სიტყვა „ჩუმად“?
6)როგორ გადმოსცა ავტორმა მდინარეში ბანაობის სცენა?
7)გაიხსენეთ მოთხრობა,რომელშიც მსგავსი ამბავია გადმოცემული.
8)დააკვირდით სასვენ ნიშნებს: რომელი სასვენი ნიშანი ჭარბობს
ტექსტში.როგორ ფიქრობთ,რატომ?
ახლა დააკვირდით მეორე ჩანახატს:
ვსვამ შეკითხვებს:
1)რა
საერთო აქვს ამ ორ ტექსტს ფორმისა და შინაარსის მიხედვით?
2)რომელი
სიტყვები მიგვანიშნებს,რომ ბავშვები წუწაობენ?
3)რა
დანიშნულება აქვს ტექსტში „კაშკაშა ყვითელ ბურთს“?
IV
აქტივობა_ 15 წთ.
მოსწავლეებს დავყოფ ორ
ჯგუფად,შემთხვევითობის პრინციპით. ვაწვდი დამატებით ინფორმაციას(N3) და ვთხოვ,გამოიყენონ
უკვე მიღებული ცოდნა და შეეცადონ შექმნან ჩანახატი. მათი მამოტივირებელი კი
ხელით შექმნილი რესურსები იქნება, რომელიც თემატურად განსხვავდება
ერთმანეთისაგან.მოსწავლეები აღწერენ მიცემულ რესურსებს და შეავსებენ ცხრილს იმ
სიტყვებით, რომელსაც გამოიყენებენ მუშაობის პროცესში.
მოცემული სიტყვების დახმარებით
და რესურსებზე დაკვირვებით მოსწავლეებმა უნდა შექმნან ჩანახატი.
V
აქტივობა_ პრეზენტაცია( 5 წთ.)
პრეზენტატორი
წარმოადგენს ნამუშევარს.
VI
აქტივობა _ პრეზენტაციის შეფასება(3წთ.)
პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკა
VII აქტივობა _ საშინაო დავალება(2 წთ.) ბავშვებმა უნდა შექმნან
გრაფიკული ჩანახატები ინდივიდუალურად. (ტექსტი წარმოდგენილია დანართისახით. N2)
VIII აქტივობა
_ შეფასება(დანართი N1)(2წთ.)
IX აქტივობა
_ გალაკტიონის ჩანახატების ჩვენება(2წთ.)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დამატებითი აქტივობები
|
ალტერნატიულ აქტივობად
განვიხილავ მუსიკალურ ჩანახატს,რომელიც შექმნის განწყობას
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
პროექტორი, ლეპ-ტოპი, ფორმატები,
მარკერები, მაკრატელი, წებო, მუყაოს ფერადი ფურცლები, ფორმატის დიდი ფურცლები,
წინასწარ მომზადებული რესურსები ჩანახატების შესაქმნელად.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასება
|
შეფასების ტიპი – განმავითარებელი. (დანართი
N1)
|
დანართი №1
შეფასების სქემა
განმავითარებელი
შეფასების კრიტერიუმები
|
ელენე
|
ნინო ჯ.
|
ლაშა
|
ნიკა
|
ნინო
|
ბესო
|
მარიამი
|
თავისუფლად გამოხატავდა საკუთარ
დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტების მიმართ.
|
|||||||
აქტიურად იყო ჩართული ჯგუფურ
მუშაობაში
|
|||||||
კარგად გაართვა თავი ჯგუფში
დაკისრებულ მოვალეობას
|
|||||||
კითხვებზე პასუხობდა
ადეკვატურად.
|
|||||||
აქტიურად მონაწილეობდა ჩანახატის
შექმაში.
|
|||||||
დანართი
N 2
ჩვენს
სახლში ფერადი პეპლები ცხოვრობენ
ჩვენს
სახლში ფერადი პეპლები ცხოვრობენ.ზოგი დიდია,ზოგი ნამცეცივით პატარა. თუმცა ყველა
იმდენად ფერადია და იმდენად მკვეთრად ასხივებს, რომ შუქის
ანთება სულაც არაა საჭირო-ისინი თვითონ აკაშკაშებენ სახლის ყველა კუთხეს.თუმცა სულ
ასე არ იყო... ადრე ჩვენს სახლში ბნელოდა...
პირველი
პეპელა საიდანღაც მოფრინდა...წითლად კაშკაშებდა...გაოცებულები ვუყურებდით
სიბნელეში წითლად მოელვარე ნამცეცა პეპელას. ჯერ შეგვეშინდა
და დავიბენით. წითელი
პეპელა კი ურცხვად ხან ერთს დაგვაჯდებოდა ცხვირზე, ხან
მეორეს...წითელი პეპელა დაფარფატებდა და ერთმანეთისკენ გვიბიძგებდა.რაც უფრო
ვუახლოვდებოდით ერთმანეთს ,
ის უფრო მკვეთრად იწყებდა ნათებას. თითქოს
უხაროდაო... შემდეგ
ოთახში მოზრდილი მწვანე პეპელა გაჩნდა, მწვანეს
იასამნისფერი მოჰყვა და ცოტა ხანში მთელი ოთახი ფერად-ფერადი პეპლებით აივსო. შავი, ჩაბნელებული
ოთახიც სხვადასხვა ფერად აკაშკაშდა.შეშინებულები ხელს ვერ ვუშვებდით ერთმანეთს. პეპლები
თამამად გვასხდებოდნენ თავზე, ცხვირზე, ყურის
ბიბილოებზე...როცა მივხვდით,
რომ არაფერს გვიშავებდნენ, გავუთამამდით და სახელების დარქმევა
დავუწყეთ:
წითელი სიყვარული იყო
მწვანე_სიცოცხლე
ლურჯი_ერთად ყოფნა
ყვითელი _ მზე
ნარინჯისფერი-პირველი სიტყვა და ასე
დაუსრულებლად,ზოგი პირველი ნაბიჯი, პირველი გაღიმება, პირველი კოცნა, პირველი
ჩახუტება...
ახლაც ზოგჯერ სიბნელე დაისადგურებს ხოლმე ჩვენს
სახლში, მაგრამ
უცებ გამოჩნდება პატარა წითელი პეპელა და ყველაფერი თავიდან იწყება...
ელის მამისგან!
დიდხანს ვფიქრობდი როგორ მოგფერებოდი...
ყველაზე ფერადი,ყველაზე ლამაზი,კაშკაშა პეპლები - შენ!
22.01.2019.
რეფლექსია ჩატარებულ
გაკვეთილზე
ჩემ მიერ მეხუთე
კლასში ჩატარებული გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს განემტკიცებინათ
შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და ტექსტზე დაკვირვების უნარები. გაემეორებინათ
განვლილი მასალა: მხატვრული ხერხები, სასვენი ნიშნების დანიშნულება, მოთხრობისა და
იგავ-არაკების დამახასიათებელი ნიშნები. დაეკავშირებინათ ერთმანეთთან ახალი და უკვე
შეძენილი ცოდნა. საბოლოოდ კი შეექმნათ პროდუქტი - ჩანახატი. ჩემი აზრით, აღნიშნულ
გაკვეთილზე, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზანი და შედეგები მიღწეულ იქნა: მოსწავლეები თავისუფლად
გამოხატავდნენ დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტების მიმართ, შესაბამისი ემოციითა
და შთაბეჭდილებებით, საბოლოო პროდუქტის შექმნის პროცესში კი აირჩიეს შესაბამისი
მხატვრული ენა, შინაარსობრივი, ენობრივი და ფორმალური ნიშნების მიხედვით.
გაკვეთილზე ყველა
აქტივობა, სტრატეგია, მეთოდი და ორგანიზაციის ფორმები შეესაბამებოდა დასახულ
მიზანს. შევეცადე რესურსები ყოფილიყო მრავალფეროვანი, თემის შესაბამისი და
მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ორიენტირებული. მოსწავლეთა მიერ
შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე, ასევე მათი რეაქციებიდან და მუშაობის
ტემპიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მრავალფეროვანმა რესურსებმა დადებითად
იმოქმედა მოსწავლეთა შედეგებზე. თუმცა, სასურველი იქნებოდა, ერთ-ერთი ჯგუფისთვის,
მუშაობის წესების გაცნობამდე არ გადამეცა რესურსი. ბავშვების ყურადღება მასზე
გადავიდა და დამატებითი ძალისხმევა დამჭირდა ყურადღების მობილიზებისთვის, წესების
გასაცნობად.
ვინაიდან გაკვეთილი იყო გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული, კერძოდ
კი შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განსავითარებელი, დიდი მნიშვნელობა
ენიჭებოდა სწორედ მრავალფეროვან რესურსებს. რესურსები იყო ხელით შექმნილი და გარკვეული
თემატიკით დალაგებული, რომელიც მოსწავლეებში აღძრავდა ფანტაზიას, რაც თავის მხრივ
ეხმარებოდა მათ შეექმნათ ჩანახატი. ახალი მასალის ახსნისათვის კი გამოვიყენე
კონსტრუქტივისტული მეთოდი. მოსწავლეები, უცხო ტექსტებისა და კითხვების დახმარებით, თვითონვე მივიდნენ დასკვნამდე, რა
იყო საჭირო ახალი და მრავალფეროვანი ჩანახატის შექმნისათვის, რომელსაც
გამოიყენებდნენ გაკვეთილზე. ამ აქტივობისთვის გამოვიყენე მათი თანატოლების მიერ
შექმნილი ორი ჩანახატი, რომელიც სახელმძღვანელოშია მოცემული.
მოსწავლეები
შევაფასე განმავითარებელი შეფასებით, რომელიც ორი რუბრიკით წარმოვადგინე: ერთი
აფასებდა პრეზენტაციას, ხოლო მეორე გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეთა
ჩართულობას და ფაქტობრივ ცოდნას. ვფიქრობ, განმავითარებელი შეფასება იყო ობიექტური
და მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული.
N
|
კითხვები
|
მასწავლებლის
პასუხები
|
1.
|
რამ განაპირობა
შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
|
მოზარდობის ასაკში მოსწავლეები ხშირად ცდილობენ საკუთარი
გრძნობების და დამოკიდებულებების გადმოსაცემად შექმნან ჩანახატები და მოთხრობები.
ამისთვის კი არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და უნარები. ასევე მათ, ეროვნული სასწავლო
გეგმის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამივე საფეხურზე მოუწევთ სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურის
შესწავლა. მასწავლებელმა დაწყებით საფეხურზევე უნდა შეუწყოს ხელი შემოქმედებითი აზროვნების
ჩამოყალიბებას, მისცეს მათ სწორი მიმართულება და შესაბამისი ცოდნა.
|
2.
|
რა სარგებელი
მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა? მოსწავლეებმა?
|
გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებისთვის ახალი
იყო, როგორ
უნდა დაგეგმონ და განახორციელონ კონკრეტულად გამჭოლ კომპეტენციებზე
ორიენტირებული გაკვეთილი. კერძოდ კი შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების
განვითარებაზე ორიენტირებული. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს
შეუძლიათ გამოიყენონ ჩემი რესურსები იმავე ან სხვა კონკრეტული მიზნით.
|
3.
|
იქნა თუ
არა მიღწეული
დასახული
მიზნები?
|
როგორც
უკვე აღვნიშნე, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეთა შემოქმედებითი,
თანამშრომლობითი და ტექსტზე დაკვირვების უნარების განმტკიცება. შესაბამისი
მეთოდებით, სტრატეგიებითა და რესურსებით დასახული მიზანი მიღწეულ იქნა.
|
4.
|
რა შეიცვლება
თქვენი და
თქვენი კოლეგების
პედაგოგიურ
პრაქტიკაში
ამ
გაკვეთილის
ჩატარებით?
|
მე
ვფიქრობ, რომ მათთვის თვალსაჩინო გახდა, როგორ უწყობს ხელს მოსწავლეთა მიღწევებს
გაკვეთილის დინამიურობა, ტემპი, მრავალფეროვნება და როგორ მოქმედებს ყველაფერი
მოსწავლეთა ჩართულობასა და განწყობაზე. ჩემთვის კი მნიშვნელოვანია, რომ არ
დავაგდოთ ტემპი და მეთოდოლოგიური მრავალფეროვნებით შევუწყოთ ხელი სხვა გამჭოლი კომპეტენციების
განვითარებაში ხელი.
|
5
|
სასწავლო პროცესის
კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას/ პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს და
როგორ ჩატარებული გაკვეთილი?
|
გაკვეთილმა
კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინდივიდუალური
შესაძლებლობების განვითარება. ჩვენ არ ვიცით, რომელ ბავშვში რა ძვირფასი უნარი
იმალება. ზოგჯერ ვერ ვახერხებთ მოსწავლის აღმოჩენას, ამიტომ საჭიროა ხშირად
ჩავატარო მსგავსი ტიპის გაკვეთილები.
|
6
|
რომელი აქტივობები
წარიმართა გეგმის შესაბამისად?
|
გეგმის
შესაბამისად წარიმართა თითქმის ყველა აქტივობა.
|
7
|
რომელი
აქტივობებივერ განხორციელდა და რატომ?
|
გაკვეთილის
ბოლოს დაგეგმილი მქონდა გალაკტიონ ტაბიძის ჩანახატების ჩვენება, თუმცა ვინაიდან
სახელმძღვანელოში შეტანილია პოეტის ორი ჩანახატი, გაკვეთილის მსვლელობისას შევცვალე გადაწყვეტილება და ვარჩიე წამეკითხა
საშინაო დავალების ტექსტი, რათა მშრალად და უემოციოდ არ მიმეწოდებინა მათთვის
ძალიან ლამაზი ჩანახატი.
|
8
|
რომელ კომპონენტში
იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?
|
ჩემი
აზრით, გაკვეთილი წარმატებული იყო გამოწვევის დროს, როცა მოსწავლეები
იხსენებდნენ განვლილ მასალას. ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია იმ რესურსებმა,
რომლის მიხედვითაც უნდა შეექმნათ მოსწავლეებს ჩანახატი და თვითონვე უნდა
განესაზღვრათ ჩანახატის თემა.
|
9
|
რა საჭიროებს
გაუმჯობესებას და როგორ?
|
მიუხედავად
იმისა, რომ ორივე ჯგუფს ერთი და იგივე დავალება ჰქონდა, ერთ-ერთ ჯგუფს მოუწია
დამატებით რესურსის შექმნა. ვფიქრობ, დამატებითი რესურსი მეორე ჯგუფისთვისაც
უნდა მომემზადებინა.
|
10
|
რას გავითვალისწინებ
მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?
|
კიდევ
უფრო დაწვრილებით შევადგენ ჯგუფური მუშაობის წესებს და რესურსებს თანაბრად
გავანაწილებ.
|
N3
გაკვეთილის გეგმა
როგორ დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისაგან?
მასწავლებელი
|
თინა გიორგაძე
|
საკონტაქტო
ინფორმაცია
|
ელ.ფოსტა: giorgadzetea1@gmail.com
ტელეფონი:577616165
|
დისციპლინა
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
გაკვეთლის
თემა
|
როგორ დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისგან?
|
სწავლების საფეხური და კლასი
|
საბაზო საფეხური
IX კლასი
|
საგაკვეთილო დრო
|
45 წუთი
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
10
მოსწავლე
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში სსსმ მოსწავლე არ გვყავს
|
გაკვეთილის აქტუალობა, სიახლეები
|
ენა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად მდიდრდება
ახალი სიტყვებითა და გამოთქმებით. ასეთ სიტყვებს ქართული ენა სესხულობს სხვა
ენისაგან და ამკვიდრებს, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა ენაში ისეთი
სიტყვები შემოდის,რომლის ზუსტი შესატყვისი ჩვენს ენასაც გააჩნია. ეს უკვე
ბარბარიზმებია. დღეს მეტყველებაში ფეხს იკიდებს ჭარბი რაოდენობით ბარბარიზმი, რაც საფრთხეს
უქმნის ქართულ ენას.
|
აქტივობების მიზნები და
მისაღწევი შედეგები
|
მოსწავლეები გაიხსენებენ ბარბარიზმის განმარტებას
და ისაუბრებენ მის უარყოფით ფუნქციაზე. ამ კონტექსტში იმსჯელებენ სხვადასხვა
დროისა და
პრობლემის ამსახველ ტექსტზე, გაიაზრებენ ენას,
როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალებას, გააანალიზებენ რატომ იყენებს მწერალი
ბარბარიზმებსა და ჟარგონებს ტექსტში. შექმნიან სააგიტაციო ნახატებს, რაც კიდევ ერთხელ
დააფიქრებს მათ ენის დაბინძურების საფრთხეზე.
ტექსტის ენობრივი ანალიზი, არგუმენტირებული
ზეპირი და წერითი მეტყველების უნარის
განმტკიცება,
საკუთარი
აზრის დამაჯერებლად გადმოცემისა და სხვისი აზრის მოსმენის, მიღება-უარყოფის
ჩვევის განმტკიცება, ნასწავლ მასალასთან პარალელის გავლება, ტექსტის დაკავშირება
რეალობასთან.
|
ესგ-თი განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/
ინდიკატორები
|
მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა
განსხვავებული ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე.
საუბრობს იმაზე, თუ
როგორ იცვლება მოსაუბრის ენა ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობისას აუდიტორიის სოციალურ-კულტურული ინტერესების, ცოდნისა და
შეხედულებების გათვალისწინებით;
მსჯელობს
იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს მსმენელის სოციალურ-კულტურული ინტერესები, ცოდნა და შეხედულებები მოსმენილი ტექსტის მისეულ ინტერპრეტაციაზე
ქართ. IX. 7.
მოსწავლეს
შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა
სახის ტექსტების ანალიზისას.
ამოიცნობს ავტორის მეტყველების თავისებურებას, მიზნობრივად გამოყენებულ სპეციფიკურ ლექსიკას და
მსჯელობს მათს დანიშნულებაზე.
|
გამოყენებული მეთოდები, სტრატეგიები
|
გონებრივი
იერიში, ჯგუფური მუშაობა,სქემის.
|
მოსწალეების წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან რა არის ბარბარიზმი და რა
საფრთხეს უქმნის ის ენას.შესწავლილი აქვთ ნუგზარ შატაიძის მოთხრობა „მოგზაურობა
აფრიკაში“.საშინაო დავალების ფორმატში ამოწერილი აქვთ ტექსტიდან ჟარგონები და
ბარბარიზმები.
მოსწავლეებს გამომშავებული აქვთ ტექსტზე, სქემებზე,
“პლაკატებზე“ მუშაობის უნარ-ჩვევები.
|
გაკვეთილის თანამიმდევრობა/ აქტივობები
|
I აქტივობა – კლასის ორგანიზება –
2 წთ.
II აქტივობა – პროვოცირება – 7 წთ. ( მთელ კლასთან)
გაკვეთილს ვიწყებ ტექსტით:
„ბავშვებო, თქვენ სახლში წასაკითხად გქონდათ ინფორმაცია,
რომლის ლინკიც მე თაკოს ჩავუგდე ჩატში. თაკოს
ლინკი უნდა დაეკოპირებინა და დაეფეისტებინა თქვენთვის. შეგიძლიათ შემდეგ
დაასეივოთ და გამოიყენოთ, როცა დაგჭირდებათ.“
ვსვამ შეკითხვებს:
1)ჩემი საუბრიდან გამომდინარე, შეგიძლიათ მითხრათ
რა თემას შეეხება დღევანდელი გაკვეთილი?
2)რა არის ბარბარიზმი?
3)რა გზით შემოდის ის ენაში?
4)რა საფრთხეს უქმნის ის ქართულ ენას?
5)ხომ არ გახსოვთ სადაური სიტყვებია „ოდა“,
„ჩანთა“, „თარჯიმანი“?
6)რატომ არ ვებრძვით ასეთ სიტყვებს?
7)სად გვხვდება ძირითადად ბარბარიზმები?
8)როგორ ფიქრობთ, რატომ იყენებენ ადამიანები
ბარბარიზმებს?
III
აქტივობა – (8წთ.)
საშინაო დავალების წაკითხვა.
მოსწავლეებს ტექსტიდან „მოგზაურობა აფრიკაში“ უნდა ამოეწერათ
ბარბარიზმები და ჟარგონები.კითხულობს ერთი და ავსებენ დანარჩენები.
ვსვამ შეკითხვებს:
1)რომელი ენიდან შემოსული სიტყვები ჭარბობს ჩვენ მიერ დამუშავებულ
ტექსტში?
2)რომელი ენიდან შემოსული სიტყვები მკვიდრდება დღეს ქართულში?
3)თქვენი აზრით,რატომ იყენებს ბიჭი ასე ჭარბად ბარბარიზმებსა და
ჟარგონებს?
IV აქტივობა – (5წთ.) ბავშვებს ვურიგებ ფურცლებს,
რომელზეც ჩამოწერილია ინგლისური ენიდან შემოსული ბარბარიზმები და უნდა მიუწერონ
ქართული შესატყვისები და შეადგინონ ერთი წინადადება ბარბარიზმების გამოყენებით, რომელსაც
იქვე განმარტავენ. განმარტებული სიტყვები წინასწარ მაქვს მომზადებული,რომელსაც მათი შესრულებული
დავალების წარმოდგენის შემდეგ ვაჩვენებ.(დანართი N1,2 )
V აქტივობა_ (5წთ.)
ვაჩვენებ სახალისო ფილმს,რომელშიც ბარბარიზმებით
შედგენილი ტექსტია გამოყენებული.(დანართი N 3) ვთხოვ, განმარტონ. განმარტების
შემდეგ ვაგრძელებ ფილმს, სადაც უკვე გამართული ქართული ტექსტია მოცემული.
VI აქტივობა – (10წთ.)
კლასს ვყოფ სამ ჯგუფად და ვავალებ გააკეთონ
სააგიტაციო საშუალება. მიცემულ მასალაზე უნდა დააწერონ ის ბარბარიზმი, რომელიც
ყველაზე ცუდად ხვდებათ ყურში და სურთ რომ არ იყოს ქართულ ენაში. ერთმა ჯგუფმა
უნდა გააფორმოს მაისური, მეორე ჯგუფმა უნდა გააფორმოს ფორმატის ფურცელი, მესამემ
შექმნას ბუკლეტი.
VII
აქტივობა – (3წთ.)რეფლექსიის სტადიისას ვაჩვენებ სლაიდ-შოუს,რომელზეც აბრები
მაქვს დატანილი.ბავშვებმა უნდა გამოიცნონ რომელი აბრაა სწორად გაფორმებული და
რომელი არასწორად.
VIII აქტივობა
- საშინაო დავალება - (2წთ.)
წერითი
დავალება:
მოიფიქრონ იდეა, რა სახით შეიძლება ვებრძოლოთ
ბარბარიზმებს ჩვენს სასკოლო სივრცეში. როგორ მოვუწოდებდით თანატოლებს, დაიცვან
ქართული ენა?
IX აქტივობა - შეფასება-3წთ.
|
დამატებითი აქტივობები
|
ალტერნატიული აქტივობები
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
მე-9 კლასის სახელმძღვანელო, ავტორები:
ვახტანგ როდონაია, ავთანდილ არაბული,ნინო
ნაკუდაშვილი,მარინე ხუციშვილი;
კომპიუტერი - 1; პროექტორი -
1; დაფა; ცარცი; საწერკალმები; რვეულები; ფერადი ფანქრები,ფურცლები.
|
შეფასება
|
განმავითარებელი
შეფასება – ფასდება საგაკვეთილო
პროცესში
ჩართულობა, დაკვირვების, ანალიზის უნარი და შემოქმედებითი აზროვნება.
|
დანართი №3
მოგესალმებით!
1)გასულ კვირას,ჩვენი სტაფის ვირთფლენდი თრითზე ენუალ
რეპორტის შესახებ დისკუსიისას რამდენიმე სენსიტიური საკითხი გამოიკვეთა და ახალი
ექშენ პლენი დაანონსდა.
დანართი N2
მოცემულ ბარბარიზმებს მიუწერეთ
ქართული შესატყვისები
ბარბარიზმები
|
ქართული შესატყვისები
|
მაროჟნი
სპიჩკა
ზაჟიგალკა
ბაკი
ვედრო
ტაშტი
ბუკეტი
აჯიმანია
ბასეინი
ზაგარი
|
შეადგინეთ
ერთი წინადადება მოცემული ბარბარიზმებით!
დანართი N1
მოცემულ ბარბარიზმებს მიუწერეთ ქართული
შესატყვისები
ბარბარიზმები
|
ქართული შესატყვისები
|
ფრენდი
ლაიქი
ივენთი
ლინკი
ინსპირირებული
სელფი
დაქენსელება
დაანონსება
ფაზლი
|
შეადგინეთ
ერთი წინადადება მოცემული ბარბარიზმებით!
გაკვეთილის გეგმა
ზედსართავი სახელი
მასწავლებელი
|
თინა გიორგაძე
|
საკონტაქტო
ინფორმაცია
|
|
დისციპლინა
|
ქართული ენა
|
გაკვეთლის
თემა
|
ზედსართავი სახელი
|
სწავლების საფეხური და კლასი
|
დაწყებითი საფეხური
|
საგაკვეთილო დრო
|
45 წუთი
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
7 მოსწავლე
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში სსსმ მოსწავლე არ გვყავს
|
გაკვეთილის აქტუალობა, სიახლეები
|
ცოცხალ მეტყველებაში ხშირად ვუშვებთ გრამატიკულ
შეცდომებს,რაც ხელს უშლის სათქმელის ნათლად და გასაგებად
ჩამოყალიბებას.მართლწერის წესები კონკრეტული გრამატიკული თემის ცოდნას
ემყარება.მიმართებითი ნაცვალსახელი ამ დიდი ოჯახის წარმომადგენელია და ძალიან
ხშირად გვჭირდება ცხოვრებაში.გარდა ამისა,მოსწავლეებს უჭირთ მიმართებითი და
ვითარებითი ზედსართავი სახელების გარჩევა.საჭიროა სხვადასხვა სახის აქტივობების
დაგეგმვა საკითხის უკეთ გასაგებად.
|
აქტივობების მიზნები და
მისაღწევი შედეგები
|
მოსწავლეები გაიხსენებენ რას არის ზედსართავი
სახელი.როდის და რატომ ვიყენებთ მას.გამოარკვევენ როგორი იქნებოდა მეტყველება
ზედსართავი სახელის გარეშე.განიმტკიცებენ ცოდნას მიმართებითი და ვითარებითი
ზედსართავი სახელების განმარტების,გამოყენების და მნიშვნელობის შესახებ.
|
ესგ-თი განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/
ინდიკატორები
|
ქართ. V. 3.
ქართ. V. 10.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი თავისებურებების ამოცნობა.
ქართ. V. 15.
|
გამოყენებული მეთოდები, სტრატეგიები
|
გონებრივი
იერიში, წყვილებში
მუშაობა,ინდივიდუალური მუშაბა სქემებზე.
|
მოსწალეების წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან რა არის ზედსართავი
სახელი,რამდენგვარია იგი,რა კითხვები დაესმის და როდის ვიყენებთ მას.
მოსწავლეებს გამომშავებული აქვთ ტექსტზე და
სქემებზე მუშაობის უნარ-ჩვევები.
|
გაკვეთილის თანამიმდევრობა/ აქტივობები
|
I აქტივობა – კლასის ორგანიზება –
2 წთ.
II აქტივობა – პროვოცირება – 10 წთ. ( მთელ კლასთან)
მოსწავლეებს ვთხოვ აირჩიონ ერთი კლასელი და
დაახასიათონ ის. შესაბამისი ზედსართავი სახელები ჩამოწერონ დაფაზე,რიგრიგობით.
III აქტივობა- 5წთ. მოსწავლეებს ვთხოვ
დააკვირდნენ ამ ზედსართავ სახელებს და უპასუხონ შეკითხვებს,წინარე ცოდნის
გააქტიურების მიზნით:
1)რას ეწოდება ზედსართავი სახელი?
2)რამდენგავრია შინაარსის მიხედვით?
3)რა კითხვები დაესმის ზედსართავ სახელს?
4)მიუწერეთ თქვენ მიერ ჩამოწერილ ზედსართავ
სახელებს კითხვები.
IV აქტივობა- 10 წთ.მიუსხედით კომპიუტერებს და
ინდივიდუალურად შეავსეთ სქემები.(რესურსი დანართი სახით) ვამოწმებ მხოლოდ მეხუთე
სლაიდს.შეცდომების შემთხვევაში,ვაძლევ განმავითარებელ კომენტარს.
Vაქტივობა-
1)ვურიგებ მოსწავლეებს ტექსტს და ვთხოვ ზედსართავ
სახელებს გაუსვან ხაზი.
„ბევრი, უიმედო ცხოვრებას დამორჩილებული, წამოიკვნესებდა: ნეტავ როდის ამოსულა მთვარის ადგილის მზეო?
ცხოვრებაზე ხელჩაქნეული იყო ჩემი მეზობელი გლეხი თაღრიაც: ახოვანი, მტკიცე აგებულებისა.
ახლაც თვალწინ მიდგა თაღრია, ძალმიშვებული, დუნე, მთვლენარე, უსურვილო, სიღარიბით თითქმის გონებადაჩლუნგებული.
ამაყი კი იყო...
თავისი სიღარიბის საიდუმლო იცოდა თაღრიამ და კიდევაც უტყვად დამორჩილებოდა.
ღმერთო დიდი მექუდეა!განა თარღიას არ დაჰყვა ქუდბედი დაბადებისას?მაგრამ მშობიარობის ორომტრიალში ბებია ქალებმა თურმე ქუდბედი დაუკარგეს, ვეღარც იპოვეს და...დარჩა თარღია უქუდბედოდ.“
2)ამის შემდეგ ვაძლევ დავალებას:წაიკითხონ ტექსტი
ზედსართავი სახელების გარეშე.
3)ჩამოწერონ სამი ცვლილება,რაც შეამჩნიეს ტექსტს
და გამოიტანონ დასკვნა,რატომ არის საჭირო ზედსართავი სახელი.15 წთ.
VI აქტივობა- 3 წთ. საშინაო დავალება.
დაახასიათონ საყვარელი ადამიანი და გამოიყენონ 10
ზედსართავი სახელი_როგორც მიმართებითი,ასევე ვითარებითი.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო. კომპიუტერი - 7; პროექტორი - 1; დაფა; ცარცი; საწერკალმები; ფურცლები.
|
შეფასება
|
განმავითარებელი
შეფასება – ფასდება საგაკვეთილო
პროცესში
ჩართულობა, დაკვირვების, ანალიზის უნარი.
|
რეფლექსია
მეხუთე
კლასში ჩავატარე გაკვეთილი ქართულ ენაში. თემა:ზედსართავი სახელები.ბავშვებს
შესწავლილი ჰქონდათ ზედსართავი სახელები,თუმცა უჭირდათ მიმართებითი და ვითარებითი
ზედსართავი სახელების ერთმანეთისაგან გარჩევა.
როგორც იცით,გრამატიკა მუდმივ ვარჯიშს
მოითხოვს.საჭიროა სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა,რათა სწავლის პროცესი მათთვის არ
გადაიქცეს მოსაბეზრებელ საქმიანობად.
ყველა
აქტივობა ბავშვებისათვის სახალისო აღმოჩნდა.განსაკუთრებით მოეწონათ,როცა
კომპიუტერებს მიუსხდნენ და თვითონვე შეასრულეს დავალებები.
ასევე
იხალისეს ზედსართავი სახელების გარეშე წაკითხულ ტექსტზე,თუმცა მალევე მიხვდნენ,რომ
საუბარი მხოლოდ სიტყვების ხროვა არ არის.
ბავშვებს
ცოტა გაუჭირდათ ზედსართავი სახელების დალაგება შინაარსის მიხედვით.დამატებითი
განმარტების შემდეგ,რომელიც ბოლო სლაიდზე იყო მოცემული,ცოდნას ისინი საშინაო
დავალებით განიმტკიცებენ.
გაკვეთილის მიმდინარეობისას ვიყენებდი განმავითარებელ შეფასებას, ყოველი
აქტივობის შემდეგ.
გაკვეთილის გეგმას მოდიფიცირება არ დასჭირვებია.
Комментариев нет:
Отправить комментарий