სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლე: ანანო ღარიბაშვილი.
💧ბავშვების თვალით დანახული "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი".
💧ანანო ღარიბაშვილი 💙💙
💧ანანო ღარიბაშვილი 💙💙
"ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი" უბრალო მოთხრობა როდია. მასში უამრავი საფიქრალია ჩადებული . ოსკარის შეხედულებები ცხოვრების მიმართ.ის ჯერ მხოლოდ 10 წლისაა...
ეს მოთხორობა თითიქმის მთლიანად ღმერთსა და მეგობრობაზეა დაწერილი.ჩვენ ღმერთს წერილებს არ ვწერთ, მაგრამ გონებით და აზრებით ყოველთვის ვესაუბრებით მას. მოთხრობაში სწორედ ვარდისფერმა ქალბატონმა დააჯერა ოსკარი ღმერთის არსებობაში.ოსკარი კი,როდესაც მიხვდა, რომ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა სიმსივნის გამო, დედა-როზამ დარდის შესამსუბუქებლად დღეების მიხედვით ასაკის გამოთვლა დაავლა.ნუთუ შეიძლება 10 წლის ბავშვმა ცხოვრებას ამ თვალით შეხედოს და ყველაფერზე უფროსივით დაფიქრდეს?! მე ჯერ 13 წლის ვარ და ნორმალურად, ძირფესვიანად არც კი მიფიქრია ჩემს ცხოვრებაზე,თუ რა მელის წინ. ერთი შეხედვით, თითქოს, ცხოვრება ადვილია: დაქორწინდები, გეყოლება შვილები,შვილიშვილები,შვილთაშვილები... დაბერდები და მოკვდები. თუმცა ამ ცხოვრებაში ადვილი არაფერია.ყველაფერს შრომა უნდა. შრომა რომ დაგიფასდეს ასჯერ აწონილი უნდა გქონდეს და ჭკუით გაკეთებული, ჭკუას კი ცოდნა სჭირდება. ერთი სიტყვით, ყველაფერი ჯაჭვივით აწყობილია ერთმანეთზე. XXI საუკუნე ხომ სიმსივნეს საუკუნედ მოიხსენიება. ამ დაავადების ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ოსკარი.ნუთუ ღმერთმა ოსკარი იმიტომ წაიყვანა თავისთან, რომ ვერ გაიმეტა ცხოვრებაში მოსალოდნელი სირთულეებისთვის ?
-ალბათ ასეა. ზოგჯერ,თითქოს, ღმერთი ამოარჩევს ხოლმე საუკეთესოებს და თავისთან მიჰყავს, მაგრამ ყოველთვის ასე ადვილი როდია ლამაზი ადამიანის წაყვანა ცაში. მაგ: გიორგი ლეონიძის ,,მარიტა" , მიხეილ ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვა" და მისთ.აქ ისინი ხომ სულის ტანჯვით წაიყვანა თავისთან. ხანდახან შენი სიცოცხლე ხალხზე (ბრბოზეა) დამოკიდებილი და ზოგჯერ მათ ღმერთიც კი ვერ შეაჩერებს.ერთი გონიერი იპოვის გაუნათლებელი ადამიანების ,,ჯოგს" და რასაც მოუწოდებს იმას გააკეთებინებს .
ზოგჯერ ვფიქრობთ რა დააშავეს იმ ახალგაზრდებმა (ბავშვებმა) ვინც ცხოვრების გემოს გაგებაც ვერ მოასწრეს გვარიანად?!
-იქნებ არც იყო საჭირო?!
ამაზე პასუხი მხოლოდ ღმერთმა იცის..."
ანანო ღარიბაშვილი. 💜
Комментариев нет:
Отправить комментарий