გეგმები შეფასდა დადებითად. შეგიძლიათ გამოიყენოთ სასწავლო პროცესში, შეცვალოთ თქვენი სურვილის მიხედვით,მოარგოთ საკუთარ კლასს.გახსოვდეთ,გაკვეთილს მრავალფეროვანს თქვენი ფანტაზიით შექმნილი რესურსები ქმნის. თუკი არ დაგეზარებათ დაჭრათ,გააფერადოთ და ყველაფერს ისე უყუროთ,როგორც რესურსს, გაკვეთილი ბავშვებისთვის უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გამოვა.
გარე დაკვირვების გაკვეთილი
N1
მასწავლებლის სახელი, გვარი: თინა გიორგაძე
პირადი ნომერი:
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, V კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 9
გაკვეთილის თემა: ვაჟა-ფშაველას „ია“ ( I ნაწილი)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს ახალი ტექსტის წაკითხვა, გაგება და გაანალიზება არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხების/დეტალების გათვალისწინებით. მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ მსჯელობისა და თანამშრომლობითი უნარები. შეისწავლიან ახალ ლექსიკურ ერთეულებს.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: გაკვეთილის მიზანი შეესაბამება ესგ-ს საგნობრივი სტანდარტის შედეგებს. წარმოდგენილ გაკვეთილის გეგმაში სრულად არის გათვალისწინებული მეხუთე კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები, რაც აისახება გაკვეთილის მიზანსა და მისაღწევ შედეგთან შესაბამისობაში.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
კლასის ორგანიზება. გაკვეთილის მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
PowerPoint
|
2 წთ
|
2
|
აქტივობა N1
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა დაინტერესება და გააქტიურება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეთა გააქტიურებისა და ინტერესის გამოწვევის მიზნით, კლასში შემომაქვს ცოცხალი ია, რომელიც კალათაშია მოთავსებული. კალათა დაფარულია.მოსწავლეებს მივუთითებ საკვანძო სიტყვებს ეტაპობრივად: მცენარე...გაზაფხული...ტყე... ვსვამ შეკითხვას: თქვენი აზრით, რა დევს კალათაში?
|
გამოწვევა,
გონებრივი იერიში
|
საერთო საკლასო
|
ცოცხალი ია;
კალათა;
დაფა;
ცარცი;
|
2 წთ
|
3
|
აქტივობა N 2
ასოციაციური რუკის შევსება
აქტივობის მიზანი: ინფორმაციის ორგანიზება, მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა,მომზადება ახალი თემის ახსნისათვის.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები იხსენებენ ყველა სიტყვას, რომელიც უკავშირდება იას. მათ მიერ მოწოდებულ სიტყვებს ვწერ ფორმატზე, იის ფოთლებზე. აქტივობის დასრულების შემდეგ ვსვამ შეკითხვას:
მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგიძლიათ ივარაუდოთ რა იქნება ჩვენი გაკვეთილის თემა?
|
ასოციაციური რუკა
|
საერთო საკლასო
|
ხელით შექმნილი რესურსი,ფორმატზე დახატული ია, რომელიც ასოციაციური რუკის ფუნქციას ასრულებს;
მარკერები;
|
5 წთ
|
4
|
აქტივობა N3
წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა გაიხსენონ საჭირო ინფორმაცია, რომელიც დაეხმარებათ ახალი მასალის უკეთ გაგებაში.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს მივუთითებ სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტზე და ვსვამ შეკითხვებს:
1)ვინ არის ავტორი ტექსტისა „ია“?
2)რა იცით ვაჟა-ფშაველას ბუნებისადმი დამოკიდებულებაზე?
|
კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო
|
სახელმძღვანელო
|
3 წთ
|
5
|
აქტივობა N 4
ახალი ტექსტის დამოუკიდებელი კითხვა.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა დამოუკიდებლად გაიაზრონ ტექსტის შინაარსი და სათქმელი.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლებს შემთხვევითობის პრინციპით ვაწყვილებ. ტექსტის წაკითვამდე დაფაზე ვწერ ახალი სიტყვებს განმარტებებით:
უღრანი _ დაბურული,გაუვალი,უსიერი;
გულხავსიანი _ ხავსით ამოვსებული,დახავსებული;
ყუნჭი _ კუნძი, გადაჭრილი ხის მორი;
მყარაულობენ _მდარაჯობენ;
მამცვრევენ _ ცვრად, წვრილ წვეთებად მაყრიან;
ღაბუა _ ჩიტი თავზე ფაფუკი ბუმბულით;
დაგოგავენ _ ნელა,მსუბუქად დადიან;
ამის შემდეგ, წყვილი დამოუკიდებლად კითხულობს ტექსტს. ტექსტის წაკითხვის შემდეგ, თითოეული წყვილი იღებს კონვერტებში მოთავსებულ კითხვებს და პასუხობს მათ.
პირველი წყვილი:
Ø რომელ პირში მიმდინარეობს თხრობა?
Ø ტექსტის მიხედვით, სად იზრდება ია?
Ø შეესაბამება თუ არა ყუნჭის გარეგნობა მის შინაგან ბუნებას?
მეორე წყვილი:
Ø რატომ აფარებენ იას ხეები ტოტებს?
Ø რას შეუძლია ზიანი მიაყენოს იას და როგორ?
Ø რომელი ხეებია ჩამოთვლილი ტექსტში?
მესამე წყვილი:
Ø რას ნატრობს ია?
Ø რატომ სურს მას სიმღერის ცოდნა?
Ø როგორ ფიქრობთ,რატომ სჯობს იის მოკლე სიცოცხლე სხვის ხანგრძლივ სიცოცხლეს?
მეოთხე წყვილი
Ø იის აზრით, რა ფუნქცია აქვს მას?
Ø რატომ არის ყუნჭი „საცოდავი“?
Ø როგორ უვლიან ხეები იას?
|
ტექსტის დამოუკიდებელი კითხვა.
|
წყვილებში
|
სახელმძღვანელო;
კონვერტში მოთავსებული წინასწარ მომზადებული კითხვები;
ფერადი ფურცლები;
|
15 წთ
|
6
|
აქტივობა N 5
მხატვრული ხერხების ამოცნობა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა ამოიცნონ მხატვრული ხერხები და დააკვირდნენ მწერლის ენას, როგორ ახერხებს ის ზუსტად აღწეროს ტექსტში მოცემული გარემო.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ვურიგებ გრაფიკულ მაორგანიზებლებს, რომელშიც ცალ-ცალკე უნდა ამოწერონ ეპითეტი, შედარება და გაპიროვნება. სამუშაოს დასრულების შემდეგ ვავსებ დაფაზე მოცემულ იმავე ცხრილს. დავალების შესრულების შემდეგ ვსვამ შეკითხვას: რაში დაგეხმარათ მხატვრული ხერხები ტექსტის წაკითხვისას?
|
გრაფიკული მაორგანიზებელი,პრაქტიკული სამუშაო.
|
წყვილებში მუშაობა
|
დაფა,ცარცი, ფურცლები.
|
6 წთ
|
7
|
აქტივობა N 6
სემანტიკური მატრიცა
აქტივობის მიზანი: გაკვეთილის შეჯამება
აქტივობის აღწერა: გაკვეთილის შეჯამების მიზნით, მოსწავლეები ავსებენ სემანტიკურ მატრიცას ინდივიდუალურად. ცხრილში მოცემულია ტექსტიდან ამოკრებილი სიტყვები,განლაგებულია ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად. ისინი შინაარსობრივად უნდა დაუკავშირონ მოსწავლეებმა ერთმანეთს, ტექსტის დახმარების გარეშე და წამოადგინონ ნამუშევრები. დავალების სიზუსტეს შევამოწმებთ დაფაზე გაკრული ცხრილით.
ამის შემდეგ ვსვამ შეკითხვებს:
1) როგორი განწყობა იგრძნობა ტყეში?
2) თქვენ,როგორც მკითხველებს,რაში დაგეხმარათ გასულიერების ხერხი?
3) როგორ ფიქრობთ, მოთხრობის ამ მონაკვეთით,რისი თქმა სურდა ავტორს?
|
სემანტიკური მატრიცა
|
ინდივიდუალური
|
ცხრილი, ხელით შექმნილი რესურსი.
|
5 წთ
|
8
|
აქტივობა N7
საშინაო დავალება
აქტივობის მიზანი: საშინაო დავალების შესრულება ახალი ინფორმაციის განმტკიცებისა და გრძელვადიანი დამახსოვრების მიზნით.
აქტივობის აღწერა:
გადმოეცით მოთხრობის შინაარსი მესამე პირში,წარსულ დროში.მაგ.: „უღრან ტყეში ია ამოვიდა და თავისი სილამაზით ატკბობდა არემარეს...“
|
ინდივიდუალური
|
სამუშაო რვეული
|
2 წთ
| |
9
|
აქტივობა N8
შეფასება
მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას. (დანართი N1, დანართი N2) გაკვეთილის ბოლოს კი იყენებს აქტივობას ”სამიზნე”
მასწავლებელი ფორმატის ფურცელზე ხატავს სამიზნეს,რომელიც დაყოფილია ოთხ სექტორად. თითოეულ სექტორში იწერება პარამეტრები. მაგ; I სექტორში შინაარის შეფასება; II-ში - გამოყენებული მეთოდების შეფასება; III-ში - მასწავლებლის საქმიანობის შეფასება, ხოლო IV -ში - საკუთარი საქმიანობის შეფასება. თითოეული მოსწავლე აღნიშნავს წერტილს ან „ V “ ნიშანს და ა.შ. ეს აღნიშვნა შეესაბამება მისი შედეგების შეფასებას. თუ მოსწავლე დაბალ დონეზე აფასებს თავის შედეგებს, მაშინ სამიზნეზე წერტილი ახლოს უნდა იყოს 0-თან, ხოლო თუ ცოტა მეტად - მაშინ 5-თან. იმ შემთხვევაში, თუ უფრო მაღალ დონეზე აფსებს მაშინ - ციფრ 10-იანთან ახლოს. რეფლექსიურ სამიზნეზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით მასწავლებელი ახდენს მის მოკლე ანალიზს.
|
ვერბალური
|
ინდივიდუალური
|
ფორმატის ქაღალდზე დატანილი რესურსი „სამიზნე“.
შეფასების სქემები, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს შეფასების კომპონენტების ცოდნაში, მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში.
|
5წთ
|
10
|
ალტერნატიული აქტივობა
|
სიმღერა „ია იაო“
|
საერთო საკლასო
|
ვიდეო
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ü უცნობი ტექსტის გაწაფულად კითხვა ;
ü ტექსტის ცალკეული მონაკვეთებიდან არსებითი ინფორმაციის გამოკვეთა;
ü კონკრეტული ინფორმაციის ამოკრება ტექსტიდან(სად,როდის,რამდენი,როგორი და სხვ.);
ü მწერლის ენაზე დაკვირვება და ზოგიერთი მხატვრულ ხერხის ამოცნობა ტექსტიდან(ეპითეტის,შედარების,გაპიროვნების)(ქართ.დაწყ.(II).6.
დანართი N1
წყვილებში მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
განმავითარებელი კომენტარი
|
წყვილმა გაიაზრა სამუშაოს მიზანი და პირობა
| ||||
უსმენენ ერთმანეთს
| ||||
მუშაობენ შეთანხმებულად
| ||||
სწორად პასუხობენ შეკითხვებს
| ||||
იცავენ დროის ლიმიტს
|
დანართი N2
განმავითარებელი შეფასება
განმავითარებელი შეფასების კრიტერიუმები
(ინდივიდუალურად)
|
ბექა
|
ანანო
(ზურაბ.)
|
ლალი
|
ნიკა
|
ვეფხო
|
ნინო
|
ანანო
(კაციტ.)
|
ოთო
|
მარიამი
|
თავისუფლად გამოხატავდა საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ
| |||||||||
აქტიურად იყო ჩართული წყვილებში მუშაობისას.
| |||||||||
კარგად გაართვა თავი დავალებების შესრულებისას დაკისრებულ მოვალეობას.
| |||||||||
კითხვებზე პასუხობდა ადეკვატურად.
|
მასწავლებლის ხელმოწერა: თ.გიორგაძე
თარიღი: 04.02.2020
გარე დაკვირვების გაკვეთილი
N2
მასწავლებლის სახელი, გვარი: თინა გიორგაძე
პირადი ნომერი:
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, V კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 9
გაკვეთილის თემა: თანაგრძნობა ( ვაჟა-ფშაველას „ია“, II ნაწილი)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა გაიაზრონ ახალი ტექსტი, გამოიტანონ დასკვნა მწერლის სათქმელისა და პერსონაჟთა ქცევის მოტივებთან დაკავშირებით. იმსჯელონ, რა არის თანაგრძნობა და შეუბრალებლობა, რატომ არის საჭირო ვიყოთ ემპათიურები? გამოიმუშაონ ჯგუფში და წყვილებში მუშაობის უნარ-ჩვევები.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: გაკვეთილის მიზანი შეესაბამება ესგ-ს საგნობრივი სტანდარტის შედეგებს. წარმოდგენილ გაკვეთილის გეგმაში სრულად არის გათვალისწინებული მეხუთე კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები, რაც აისახება გაკვეთილის მიზანსა და მისაღწევ შედეგთან შესაბამისობაში.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
კლასის ორგანიზება. გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
PowerPoint
|
2 წთ
|
2
|
აქტივობა N1
წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის მიზანი: მოთხრობის პირველი ნაწილის გამოკითხვა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აწყვილებს შემთხვევითობის პრინციპით. აძლევს დავალებებს.
I და II წყვილს: მასწავლებელი ტექსტს ჭრის აბზაცების მიხედვით. დაფაზე ხაზავს სქემას „მოვლენათა ჯაჭვი“. მოსწავლეებმა სქემაში თანმიმდევრულად უნდა ჩააკრან ტექსტის ნაწილები. ისინი სამუშაოს ასრულებენ წყვილებში, შემდეგ კი დაფაზე.
III და IV წყვილს: მასწავლებელი ფერად ფურცლებზე წერს პირველ ნაწილში მოცემულ უცხო სიტყვებს და მათ განმარტებებს ცალ-ცალკე. მოსწავლეებმა წინა გაკვეთილზე ნასწავლი უცხო ლექსიკური ერთეულები და მათი განმარტებები უნდა დააკავშირონ ერთმანეთს. საჭიროების შემთხვევაში,დავუსვამ დამატებით შეკითხვებს.
|
მოვლენათა ჯაჭვი
|
წყვილებში მუშაობა
|
სქემა, ფერადი ფურცლები, დაფა, მაგნიტები.
|
5 წთ
|
3
|
აქტივობა N 2
გამოწვევა ახალი მასალის ასახსნელად
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები მოვამზადოთ ახალ მასალაზე გადასასვლელად.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სვამს კითხვას:
1) როგორ გესმით სიტყვა „თანაგრძნობა“?
მოსწავლეთა მიერ ვარაუდების წარმოთქმის შემდეგ მასწავლებელი განუმარტავს მოსწავლეებს რა არის თანაგრძნობა.
2)რაზე შეიძლება წუხდეს ია?
მასწავლებელი დაფაზე წერს ვარაუდებს.
|
კითხვა-პასუხი;
ახსნა_განმარტება;
|
საერთო საკლასო
|
სახელმძღვანელო, დაფა,ცარცი.
|
5 წთ
|
4
|
აქტივობა N3
ახალი მასალის ახსნა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით გაიაზრონ ტექსტის შინაარსი და მწერლის სათქმელი.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი კითხულობს ტექსტს პაუზებით. სთხოვს მოსწავლეებს მოინიშნონ უცხო სიტყვები. დროდადრო სვამს შეკითხვებს. ადარებს მოსწავლეთა მიერ ჩამოთვლილ ვარაუდებს.
|
ტექსტის კითხვა;
კითხვა _ პასუხი;
|
საერთო საკლასო
|
სახელმძღვანელო;
|
10 წთ
|
აქტივობა N 4
უცხო სიტყვებზე მუშაობა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეისწავლონ ახალი ლექსიკური ერთეულები, რაც გაუადვილებთ ტექსტის სიღრმისეულ გაგებას.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს წაიკითხონ მათთვის უცნობი უკვე მონიშნული სიტყვები. ვარსკვლავით მონიშნული სიტყვების განმარტება მოიძიონ ლექსიკონში. დანარჩენს კი მასწავლებელი განუმარტავს მათ.
|
ლექსიკონზე მუშაობა;
|
ინდივიდუალური
|
დაფა,ცარცი,ფურცლები,სახელმძღვანელო.
|
5წთ
| |
5
|
აქტივობა N 5
თანამშრომლობითი სწავლება
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მოსაზრებისა და არგუმენტის გამიჯვნა, საკუთარი მოსაზრების დაცვა და სხვისი აზრის მიღება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ორ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს აძლევს დავალებას.
I ჯგუფს
მასწავლებელი ურიგებს სქემას, რომელშიც მის მიერ ჩაწერილია ორი მოსაზრება. მოსწავლეები უნდა დაეთანხმონ ან უარყონ აღნიშნული მოსაზრება შესაბამისი არგუმენტებითა და მაგალითებით.
მოსაზრება: ა)ყუნჭი ბოროტი და უგულოა;
ბ)იის ერთი თვის სიცოცხლე სხვის ოცდაოთხი თვის სიცოცხლეს სჯობს;
II ჯგუფიც მუშაობს იმავე პრინციპით, განსხვავებულ მოსაზრებებზე.
ჯგუფები წარმოადგენენ ნამუშევრებს პრეზენტაციის სახით. დისკუსიაში ჩაებმება განსხვავეუბული მოსაზრების მქონე მოსწავლე, ან დაეთანხმება მას.
მოსაზრება: ა)ია უგულოა;
ბ)ადამიანი შეუბრალებელია;
ერთი ჯგუფი წარმოადგენს ნამუშევარს, მეორე აკეთებს კომენტარს. ეთანხმება, ან უარყოფს მოსაზრებას.
|
მინი დისკუსია
|
ჯგუფური მუშაობა
|
დაფა,ცარცი, ფურცლები.
| |
6
|
აქტივობა N6
შეფასება
მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას. (დანართი N1, დანართი N2, დანართი N3) გაკვეთილის ბოლოს კი იყენებს აქტივობას ”სამიზნე”
მასწავლებელი ფორმატის ფურცელზე ხატავს სამიზნეს,რომელიც დაყოფილია ოთხ სექტორად. თითოეულ სექტორში იწერება პარამეტრები. მაგ; I სექტორში შინაარის შეფასება; II-ში - გამოყენებული მეთოდების შეფასება; III-ში - მასწავლებლის საქმიანობის შეფასება, ხოლო IV -ში - საკუთარი საქმიანობის შეფასება. თითოეული მოსწავლე აღნიშნავს წერტილს ან „ V “ ნიშანს და ა.შ. ეს აღნიშვნა შეესაბამება მისი შედეგების შეფასებას. თუ მოსწავლე დაბალ დონეზე აფასებს თავის შედეგებს, მაშინ სამიზნეზე წერტილი ახლოს უნდა იყოს 0-თან, ხოლო თუ ცოტა მეტად - მაშინ 5-თან. იმ შემთხვევაში, თუ უფრო მაღალ დონეზე აფსებს მაშინ - ციფრ 10-იანთან ახლოს. რეფლექსიურ სამიზნეზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით მასწავლებელი ახდენს მის მოკლე ანალიზს.
|
ინდივიდუალური
|
შეფასების რუბრიკა
|
4წთ
| |
7
|
აქტივობა N7
საშინაო დავალება
აქტივობის მიზანი: წერითი უნარების განვითარება.
აქტივობის აღწერა:
იას ნაცვლად წარმოიდგინეთ ნებისმიერი ტყის ბინადარი და აამბობინეთ თავისი თავგადასავალი.
|
საშინაო დავალების
|
ინდივიდუალური
|
სამუშაო რვეული
|
2 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
Ø ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე დასკვნების გამოტანა;
Ø პერსონაჟთა ქცევის მოტივის განმარტება და მათი საქციელის შეფასება; (ქართ.დაწყ.(II).7. )
Ø პასუხისმგებლობის განაწილება ჯგუფის სახელით გამოთქმულ მოსაზრებებზე;(ქართ.დაწყ.(II).1.)
Ø მხატვრულ ნაწარმოების მოსმენა და საკუთარი ემოციებისა და შთაბეჭდილებების გამოხატვა;(ქართ.დაწყ.(II).3
დანართი N1
განმავითარებელი შეფასება
განმავითარებელი შეფასების კრიტერიუმები
(ინდივიდუალურად)
|
ბექა
|
ანანო
(ზურაბ.)
|
ლალი
|
ნიკა
|
ვეფხო
|
ნინო
|
ანანო
(კაციტ.)
|
ოთო
|
მარიამი
|
თავისუფლად გამოხატავდა საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ
| |||||||||
აქტიურად იყო ჩართული ჯგუფური მუშაობისას.
| |||||||||
კარგად გაართვა თავი დავალებების შესრულებისას დაკისრებულ მოვალეობას.
| |||||||||
კითხვებზე პასუხობდა ადეკვატურად.
|
დანართი N2
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
საშუალოდ
|
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
| |||
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
| |||
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ
| |||
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
| |||
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
|
დანართი N3
დისკუსიის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
სრულად შეესაბამება
|
ნაწილობრივ შეესაბამება
|
არ შეესაბამება
|
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
| |||
მსჯელობს არგუმენტირებულად
| |||
კორექტულია ოპონენტის მიმართ,ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს.
|
მასწავლებლის ხელმოწერა: თ.გიორგაძე
თარიღი: 04.02.20
გარე დაკვირვების გაკვეთილი
N3
მასწავლებლის სახელი, გვარი: თინა გიორგაძე
პირადი ნომერი:
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, V კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 9
გაკვეთილის თემა: წერილი,როგორც ნუგეშის,თანაგრძნობისა და მოწოდების საშუალება.(ვაჟა - ფშაველას „ია“)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები სიღრმისეულად გაიაზრებენ ტექსტის მთავარ იდეას. გაიხსენებენ წერილის წერის სტრატეგიებს, გამოიყენებენ წერილს პერსონაჟთა ხასიათის სიღრმისეულად გასააზრებლად,ასევე როგორც თანაგრძნობისა და მოწოდების საშუალებას. მოსწავლეებს განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარები.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: გაკვეთილის მიზანი შეესაბამება ესგ-ს საგნობრივი სტანდარტის შედეგებს. წარმოდგენილ გაკვეთილის გეგმაში სრულად არის გათვალისწინებული მეხუთე კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები, რაც აისახება გაკვეთილის მიზანსა და მისაღწევ შედეგთან შესაბამისობაში.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
კლასის ორგანიზება. გაკვეთილის მიზნის,თემისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
PowerPoint
|
2 წთ
|
2
|
აქტივობა N1
წინარე ცოდნის გააქტირება
მასწავლებელი ტექსტის მიხედვით შედგენილ შეკითხვებს ყრის კალათაში. „ჩხირების“ საშუალებით იძახებს თითოეულ მოსწავლეს. მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებს:
1)დაასახელეთ მოთხრობის მთავარი პერსონაჟი.
2)გაიხსენეთ,რატომ უხარიათ მცენარეებს წვიმის მოსვლა?
3)რა ბოროტება ჩაიდინა ადამიანმა?
4)ტექსტის მიხედვით,რისი დანახვა არ შეუძლია ადამიანს?
5)როგორ ფიქრობთ, რატომ უკრავს თავს სასუტელა დედამიწასა და მზეს?
6)რატომ ამბობს ავტორი: „რა შეუბრალებელია კაცი?!“
7)როგორ ფიქრობთ,რატომ გვესაუბრება ვაჟა-ფშაველა ადამიანის შეუბრალებობაზე?
8)ტექსტში მცენარეები და ფრინველები საუბრობენ,იცინიან,ტირიან,უხარიათ... როგორ ფიქრობთ,რატომ აამეტყველა ვაჟამ ბუნება?
9)რა გრძნობას იწვევს მცენარეებსა და ფრინველებში კაცის შეუბრალებლობა?
შეკითხვები შედგენილია სხვადასხვა სააზროვნო დონის მიხედვით.
|
გონებრივი იერიში
|
ინდივიდუალური
|
„ჩხირები“;
ფერად ფურცლებზე დატანილი კითხვები;
კალათა;
|
6 წთ
|
3
|
აქტივობა N 2
ასოციაციური რუკის შევსება.
მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვას „წერილი“. მოსწავლეები ავსებენ მას. მასწავლებელი ეხმარება მათ,გაიხსენონ წერილის წერის სტრატეგიები:
1)როგორი შინაარსის შეიძლება იყოს წერილი?
2)რომელ ძირითად წესებს ვიცავთ წერილის წერისას?
3)რაში ვათავსებთ წერილს?
4)რას ვაწერთ კონვერტს?
5)ვინ არის ადრესატი? ადრესანტი?
|
ასოციაციური რუკა
|
საერთო საკლასო
|
დაფა, ცარცი;
| |
4
|
აქტივობა N3
წერილის დაწერა
მოსწავლეებს ვურიგებ წინასწარ მომზადებულ კონვერტებს და ფერად ფურცლებს. პარალელურად პერსონაჟთა სახელებს ვათავსებ მუყაოს ყუთში. მოსწავლეებს ვთხოვ რიგრიგობით ამოიღონ ფურცლები ყუთიდან და იმ პერსონაჟს მისწერონ წერილი, რომელიც შეხვდებათ. წერილი შეუძლიათ გააფორმონ სურვილისამებრ. ვაცნობ შეფასების კრიტერიუმებს,რა უნდა გაითვალისწინონ დავალების შესრულებისას.
აქტივობა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს სიღრმისეულად გაიაზრონ პერსონაჟთა თვისებები, დამოკიდებულებები. განივითარონ შემოქმედებითი უნარები.
|
წერილი პერსონაჟს
|
ინდივიდუალური
|
კონვერტი, ფურცლები, საწერკალამი, მუყაოს ყუთი,მარკერები, შეფასების სქემა.
|
10 წთ
|
5
|
აქტივობა N 4
პრეზენტაცია
მოსწავლეები წარმოადგენენ ნამუშევრებს. კითხულობენ წერილებს.მასწავლებელი ინდივიდუალურად აფასებს მათ შეფასების რუბრიკის დახმარებით. (დანართი N1) წერილებს ათავსებენ შესაბამის უჯრაში. საჭიროების შემთხვევაში ვსვამ დამატებით შეკითხვებს.
|
პრეზენტაცია
|
ინდივიდუალური
|
წერილები;
შეფასების რუბრიკა;
|
15 წთ
|
6
|
აქტივობა N5
საშინაო დავალება
აქტივობის აღწერა: სახელმძვანელოში( 44_ე გვერდზე) მოცემული დავალება,რომელიც წერილის დაწერას გულისხმობს,კონკრეტული მითითებებით.
|
პრაქტიკული სამუშაო
|
ინდივიდუალური
|
სამუშაო რვეული
|
2 წთ
|
7
|
აქტივობა N6
შეფასება
მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას. (დანართი N1, დანართი N2) გაკვეთილის ბოლოს კი იყენებს აქტივობას ”სამიზნე”
მასწავლებელი ფორმატის ფურცელზე ხატავს სამიზნეს,რომელიც დაყოფილია ოთხ სექტორად. თითოეულ სექტორში იწერება პარამეტრები. მაგ; I სექტორში შინაარის შეფასება; II-ში - გამოყენებული მეთოდების შეფასება; III-ში - მასწავლებლის საქმიანობის შეფასება, ხოლო IV -ში - საკუთარი საქმიანობის შეფასება. თითოეული მოსწავლე აღნიშნავს წერტილს ან „ V “ ნიშანს და ა.შ. ეს აღნიშვნა შეესაბამება მისი შედეგების შეფასებას. თუ მოსწავლე დაბალ დონეზე აფასებს თავის შედეგებს, მაშინ სამიზნეზე წერტილი ახლოს უნდა იყოს 0-თან, ხოლო თუ ცოტა მეტად - მაშინ 5-თან. იმ შემთხვევაში, თუ უფრო მაღალ დონეზე აფსებს მაშინ - ციფრ 10-იანთან ახლოს. რეფლექსიურ სამიზნეზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით მასწავლებელი ახდენს მის მოკლე ანალიზს.
|
ვერბალური
|
ინდივიდუალური
|
ფორმატის ქაღალდზე დატანილი რესურსი „სამიზნე“.
შეფასების სქემები, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს შეფასების კომპონენტების ცოდნაში, მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში.
|
4წთ
|
ალტერნატიული აქტივობა
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი კითხულობს მარკ ტვენის წერილს ოლივიასადმი.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ü ერთსა და იმავე კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული პრაგმატული ტექსტის (წერილის) შედგენა;
ü განსაზღვრავს წერითი ნამუშევრის მიზანსა და აუდიტორიას;
ü ხმამაღლა კითხულობს და საჭიროების შემთხვევაში ხვეწს ნამუშევარს ესთეტიკური ან სტილისტური თვალსაზრისით,ანაცვლებს უკეთესი ვარიანტით; (ქართ.დაწყ.(II).12)
დანართი N1
წერილის დაწერა
კრიტერიუმები
|
შეესაბამება
|
ნაკლებად შეესაბამება
|
არ შეესაბამება
|
ადეკვატურად იყენებს წერილის სტრუქტურულ ელემენტებს(მიმართვა,მისალმება,ძირითადი ნაწილი,დამშვიდობება)
| |||
სათქმელს აყაიბებს გასაგებად და თანმიმდევრულად
| |||
გამოხატავს საკუთარ თვალსაზრისს,დამოკიდებულებას
| |||
იცავს ამ ტიპის ნაწერისთვის დამახასიათებელ ენობრივ სტილს
| |||
იცავს მართლწერის საბაზისო ნორმებს
|
მასწავლებლის ხელმოწერა: თ.გიორგაძე
თარიღი: 04.02.2020
გარე დაკვირვების გაკვეთილი
N4
მასწავლებლის სახელი, გვარი: თინა გიორგაძე
პირადი ნომერი:
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, V კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 9
გაკვეთილის თემა: ტყვის სყიდვა საქართველოში. ხალხური ლექსი „ქართლის ტყვე“.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაიგებენ ახალ ინფორმაციას ტყვეთა სყიდვის შესახებ, რაც ფართოდ იყო გავრცელებული XIII საუკუნიდან XVIII საუკუნის ჩათვლით.ინფორმაციაზე დაყრდნობით უკეთ გაიგებენ ლექსის სათქმელს. მოსწავლეებს გაუჩნდებათ ემპათიის განცდა უუფლებო და თავისუფლებაშეზღუდული ადამიანების მიმართ. განუვითარდებათ შემოქმედებითი, დაკვირვებისა და მსჯელობის უნარები.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: გაკვეთილის მიზანი შეესაბამება ესგ-ს საგნობრივი სტანდარტის შედეგებს. წარმოდგენილ გაკვეთილის გეგმაში სრულად არის გათვალისწინებული მეხუთე კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები, რაც აისახება გაკვეთილის მიზანსა და მისაღწევ შედეგთან შესაბამისობაში.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
კლასის ორგანიზება. გაკვეთილის მიზნის,თემისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
PowerPoint
|
2 წთ
|
2
|
აქტივობა N1
წინარე ცოდნის გააქტირება
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ფოტოებს,რომელიც ქართული მხატვრული ფილმის(„მამლუქი“) ეპიზოდებსა და პერსონაჟებს ასახავს. აძლევს წერით სამუშაოს: მოცემული პერსონაჟებისა და ეპიზოდების მიხედვით შექმნან მცირე ზომის მხატვრული ტექსტი.
|
გონებრივი იერიში
|
ინდივიდუალური
|
ფურცლები;
საწერკალმები;
დაფა;
ფოტოები ან PowerPoint;
კომპიუტერი;
|
5 წთ
|
3
|
აქტივობა N 2
ფილმის ნაწყვეტის ჩვენება
მოსწავლეებს ვაწყვილებ, ვაძლევ მცირე მოცულობის ტექსტს და გრაფიკულ მაორგანიზებელს: „ხუთი მნიშვნელოვანი კითხვა“. (დანართი N1) მოსწავლეები ავსებენ სქემას და წარმოადგენენ ნამუშევარს. მასწავლებელი ამოწმებს რამდენად სწორად შეასრულეს დავალება.
|
ფილმის ჩვენება;
„ხუთი მნიშვნელოვანი კითხვა“;
|
წყვილებში
|
კომპიუტერი;
სქემა: „ხუთი მნიშვნელოვანი კითხვა“.
|
7 წთ
|
4
|
აქტივობა N3
მინი ლექცია
მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს მცირე ინფორმაციას ტყვეთა სყიდვის შესახებ.
აქტივობის მიზანია,მოსწავლეებს მიაწოდოს მასწავლებელმა დამატებითი ინფორმაცია,რომელიც დაეხმარებათ ლექსის უკეთ აღქმაში.
|
მინი ლექცია
|
საერთო საკლასო.
|
ტექსტი.
|
4წთ
|
5
|
აქტივობა N 4
ახალი მასალის ახსნა
ერთი მოსწავლე კითხულობს ლექსს. მასწავლებელი ,„ჩხირების“ დახმარებით სვამს შეკითხვებს:
1)რა თემაზეა ლექსი?
2)როგორ გესმით: „გამამხდარიყო ზღვასაო“?
3)რას სთხოვს ავტორი მთვარეს?
4)რას სთხოვს ავტორი მყინვარს?
5)რას სთხოვს ავტორი ხიდებს?
6)რა საფრთხის წინაშე დგას ტყვე?
7)თქვენი აზრით,რა განცდას ავლენს ლექსის მთქმელი ტყვის მიმართ?
ა)სინანულს; ბ)თანაგრძნობას;
|
ტექსტის წაკითხვა;
კითხვა-პასუხი;
|
საერთო საკლასო.
|
სახელმძღვანელო;
„ჩხირები“;
|
6 წთ
|
6
|
აქტივობა N5
რესურსის შექმნა და აღწერა.
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად.თითოეულ ჯგუფს ურიგებს რესურსის დაჭრილ ნაწილებს, რომლისგანაც მოსწავლეებმა უნდა შექმნან სიუჟეტი და დაურთონ შესაბამისი მცირე ტექსტი.(მხატვრული,არამხატვრული)
|
პრაქტიკული სამუშაო
|
ჯგუფური
|
ფორმატის ქაღალდი;
მარკერები;
წებო;
რესურსის დაჭრილი ნაწილები;
|
10 წთ
|
7
|
აქტივობა N6
პრეზენტაცია
მოსწავლეები წარმოადგენენ ნამუშევრებს. ახსნიან დეტალების განლაგების მნიშვნელობას და წაიკითხავენ ტექსტს.
|
ვერბალური
|
ჯგუფური
|
ფორმატის ქაღალდზე შესრულებული დავალება.
|
5წთ
|
8
|
აქტივობა N7
საშიანო დავალება
დაწერეთ ლექსის შინაარსი
|
პრაქტიკული სამუშო
|
ინდივიდუალური
|
რვეული
|
2წთ
|
9
|
აქტივობა N8
შეფასება
მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას. (დანართი N2) გაკვეთილის ბოლოს კი იყენებს აქტივობას ”სამიზნე”
მასწავლებელი ფორმატის ფურცელზე ხატავს სამიზნეს,რომელიც დაყოფილია ოთხ სექტორად. თითოეულ სექტორში იწერება პარამეტრები. მაგ; I სექტორში შინაარის შეფასება; II-ში - გამოყენებული მეთოდების შეფასება; III-ში - მასწავლებლის საქმიანობის შეფასება, ხოლო IV -ში - საკუთარი საქმიანობის შეფასება. თითოეული მოსწავლე აღნიშნავს წერტილს ან „ V “ ნიშანს და ა.შ. ეს აღნიშვნა შეესაბამება მისი შედეგების შეფასებას. თუ მოსწავლე დაბალ დონეზე აფასებს თავის შედეგებს, მაშინ სამიზნეზე წერტილი ახლოს უნდა იყოს 0-თან, ხოლო თუ ცოტა მეტად - მაშინ 5-თან. იმ შემთხვევაში, თუ უფრო მაღალ დონეზე აფსებს მაშინ - ციფრ 10-იანთან ახლოს. რეფლექსიურ სამიზნეზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით მასწავლებელი ახდენს მის მოკლე ანალიზს.
|
ინდივიდუალური
|
ფორმატის ქაღალდზე დატანილი რესურსი „სამიზნე“.
შეფასების სქემები, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს შეფასების კომპონენტების ცოდნაში, მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში.
|
4წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ü განსაზღვროს წერითი ნამუშევრის მიზანი და აუდიტორია;
ü ნაცნობ თემაზე შექმნას მცირე ზომის მარტივი მხატვრული ტექსტი;
ü ახალი ტექსტიდან საკვანძო სიტყვების ამოწერა და სატანადოდ გამოყენება ახალი ტექსტის შექმნისას.(ქართ.დაწყ.(II).12)
ü შექმნას ვიზუალური მასალას ზეპირი გამოსვლისთვის;(ქართ.დაწყ.(II).5.
დანართი N1
ხუთი მნიშვნელოვანი კითხვა
ვინ არიან მთავარი პერსონაჟები?
|
სად ხდება მოქმედება?
|
რა არის ფილმის,ტექსტის მთავარი თემა?
|
როდის ხდება მოქმედება?
|
რატომ იტაცებდნენ ადამიანებს?
|
დანართი N2
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
პასუხობს დავალების პირობას
| |||
მეტყველება გამართულია, საუბრობს მკაფიოდ,იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
| |||
მსჯელობა თანმიმდევრულია, იცავს პრეზენტაციის ძირითად სტრუქტურულ ელემენტებს.(შესავალი,ძირითადი ნაწილი,დასკვნა)
| |||
საკუთარი მოსაზრების საილუსტრაციოდ მოჰყავს შესაბამისი მაგალითები
| |||
იცავს დროის ლიმიტს
|
მასწავლებლის ხელმოწერა: თ.გიორგაძე
თარიღი: 04.02.2020
გარე დაკვირვების გაკვეთილი
N5
მასწავლებლის სახელი, გვარი: თინა გიორგაძე
პირადი ნომერი:
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, V კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 9
გაკვეთილის თემა: რევაზ ინანიშვილის “მუხა“.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს ახალი ტექსტის წაკითხვა, გაგება და გაანალიზება არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხების/დეტალების გათვალისწინებით. შეეცადოს გაითავისოს სინანულისა და თანაგრძნობის განცდა. დაფიქრდეს ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობაზე.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: გაკვეთილის მიზანი შეესაბამება ე ს გ-ს საგნობრივი სტანდარტის შედეგებს. წარმოდგენილ გაკვეთილის გეგმაში სრულად არის გათვალისწინებული მეხუთე კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები, რაც აისახება გაკვეთილის მიზანსა და მისაღწევ შედეგთან შესაბამისობაში.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
კლასის ორგანიზება. გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
PowerPoint
|
2 წთ
|
2
|
აქტივობა N1
გამოწვევა
მასწავლებელი სვამს შეკითხვებს:
1)გიწყენინებიათ თუ არა ვინმესთვის?
2)გიფიქრიათ თუ არა,როგორ იგრძნობდა თავს ადამიანი,ვისაც აწყენინეთ?
3)გქონიათ თუ არა ოდესმე სინანულის განცდა?
4)როგორ ფიქრობთ,რაში ეხმარება ადამიანს სინანული?
მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის,რომ რევაზ ინანიშვილის „მუხა“ ერთგვარი პასუხია დასმულ შეკითხვებზე.
|
ინტერაქტიული;
კითხვა-პასუხი;
|
საერთო საკლასო
|
5 წთ
| |
3
|
აქტივობა N 2
ახალი მასალის ახსნა
მასწავლებელი დაფაზე უკრავს მოსწავლეებს ფერად ფურცლებზე დაწერილ ემოციების გამომხატველ სიტყვებს: გულგრილობა,სიყვარული,თანაგრძნობა,სინანული,მოფერება,ტკივილი,უზრუნველობა,მეგობრობა. ამის შემდეგ, მასწავლებელი სთხოვს მათ დამოუკიდებლად წაიკითხონ ტექსტი და თითოეული პერსონაჟის ქმედება შეუსაბამონ მოცემულ სიტყვებს.
ერთი მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას. დანარჩენები ამოწმებენ და ავსებენ ნამუშევარს.
|
ტექსტის კითხვა
|
ინდივიდუალური;
საერთო საკლასო;
|
10 წთ
| |
4
|
აქტივობა N3
ტექსტზე მუშაობა
მასწავლებელი კლასს ყოფს წყვილებად. თითოეულ წყვილს აძლევს დავალებას:
I წყვილს: იმსჯელეთ ,როგორ გამოიყურება მუხა ტექსტის დასაწყისსა და დასასრულს? რატომ აღარ უწოდებს მას ავტორი ბებერს,ჯმუხსა და მიტოვებულს?
IIწყვილს: იმსჯელეთ მონადირის სახეცვლილებაზე.როგორ ფიქრობთ, ინანიებს მონადირე თავის საქციელს? რამ შეცვალა მისი დამოკიდებულება? მოსაზრებები დაასაბუთეთ შესაბამისი ადგილებით ტექსტიდან.
III წყვილს: როგორ ფიქრობთ, ადამიანი იძენს ბუნების მიმართ სიყვარულის თუ თანდაყოლილია? იმსჯელე, მოიქცევა თუ არა პატარა გოგონა ისე, როგორც მონადირეები, როცა გაიზრდება და რატომ? დაასაბუთე არგუმენტებით.
IV წყვილს: იმსჯელეთ მწერლის სათქმელზე. რა უნდოდა მას ეთქვა ჩვენთვის? თქვენ თუ გიყვართ ბუნება და როგორ გამოხატავთ ხოლმე ამ განცდას?
|
ტექსტის კითხვა;
მსჯელობა-დასაბუთება
|
წყვილებში
|
სახელმძღვანელო;
ფურცლები;
საწერკალმები;
|
10 წთ
|
აქტივობა N 4
პრეზენტაცია
მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს. მასწავლებელი აფასებს მათ შეფასების რუბრიკის მიხედვით(დანართი N1)
|
ვერბალური
|
წყვილებში
|
ფორმატზე შესრულებული დავალება
|
5წთ
| |
5
|
აქტივობა N 5
ინტერვიუ პერსონაჟთან
მოსწავლეები დაუბრუდებიან თვიანთ მერხებს და ასრულებენ წყვილებში შემდეგ დავალებას:
I წყვილი დაუსვამს სამ შეკითხვას მუხას და გასცემს პასუხს.
II წყვილი დაუსვამს სამ შეკითხვას გოგონას და გასცემს სავარაუდო პასუხს.
III წყვილი დაუსვამს მონადირეს სამ შეკითხვას და გასცემს სავარაუდო პასუხს.
IV წყვილი დაუსვამს სამ შეკითხვას მუხაზე ამოსულ იას და გასცემს სავარაუდო პასუხს.
მოსწავლეები წარმოადგენენ ნამუშევრებს.
|
ინტერვიუ პერსონაჟთან
|
წყვილებში
|
ფორმატზე შესრულებული დავალება.
|
7 წთ
|
6
|
აქტივობა N6
შეფასება
მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას. (დანართი N1, დანართი N2, დანართი N3) გაკვეთილის ბოლოს კი იყენებს აქტივობას ”სამიზნე”
მასწავლებელი ფორმატის ფურცელზე ხატავს სამიზნეს,რომელიც დაყოფილია ოთხ სექტორად. თითოეულ სექტორში იწერება პარამეტრები. მაგ; I სექტორში შინაარის შეფასება; II-ში - გამოყენებული მეთოდების შეფასება; III-ში - მასწავლებლის საქმიანობის შეფასება, ხოლო IV -ში - საკუთარი საქმიანობის შეფასება. თითოეული მოსწავლე აღნიშნავს წერტილს ან „ V “ ნიშანს და ა.შ. ეს აღნიშვნა შეესაბამება მისი შედეგების შეფასებას. თუ მოსწავლე დაბალ დონეზე აფასებს თავის შედეგებს, მაშინ სამიზნეზე წერტილი ახლოს უნდა იყოს 0-თან, ხოლო თუ ცოტა მეტად - მაშინ 5-თან. იმ შემთხვევაში, თუ უფრო მაღალ დონეზე აფსებს მაშინ - ციფრ 10-იანთან ახლოს. რეფლექსიურ სამიზნეზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით მასწავლებელი ახდენს მის მოკლე ანალიზს.
|
ვერბალური
|
ინდივიდუალური
|
შეფასების რუბრიკა
|
4წთ
|
7
|
აქტივობა N7
საშინაო დავალება
სახელმძღვანელოში მოცემული N16 დავალება.გვ.12
|
პრაქტიკული სამუშაო
|
ინდივიდუალური
|
სამუშაო რვეული
|
2 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
Ø ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე დასკვნების გამოტანა;
Ø პერსონაჟთა ქცევის მოტივის განმარტება და მათი საქციელის შეფასება; (ქართ.დაწყ.(II).7. )
Ø კითხულობს მხტვრულ ნაწარმოებს და გამოხატავს საუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს;(ქართ.დაწყ.(II).3
Ø მონაწილეობს ლიტერატურლი ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში,მსჯელობს ნაწარმოებში ასახულიპრობლემისშესახებ;(ქართ.დაწყ.(II).2.
დანართი N1
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
პასუხობს დავალების პირობას
| |||
მეტყველება გამართულია, საუბრობს მკაფიოდ,იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
| |||
მსჯელობა თანმიმდევრულია, იცავს პრეზენტაციის ძირითად სტრუქტურულ ელემენტებს.(შესავალი,ძირითადი ნაწილი,დასკვნა)
| |||
საკუთარი მოსაზრების საილუსტრაციოდ მოჰყავს შესაბამისი მაგალითები
| |||
იცავს დროის ლიმიტს
|
დანართი N2
წყვილებში მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
განმავითარებელი კომენტარი
|
წყვილმა გაიაზრა სამუშაოს მიზანი და პირობა
| ||||
უსმენენ ერთმანეთს
| ||||
მუშაობენ შეთანხმებულად
| ||||
სწორად პასუხობენ შეკითხვებს
| ||||
იცავენ დროის ლიმიტს
|
მასწავლებლის ხელმოწერა: თ.გიორგაძე
თარიღი: 04.02.20
Комментариев нет:
Отправить комментарий