რესურსი „ზედსართავი სახელი“.
რესურსის აღწერა და გამოყენება.
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი განკუთვნილია მეხუთე კლასის მოსწავლეებისათვის და შექმნილია PowerPoint_ ის პროგრამით. იგი შედგება 12 სლაიდისაგან და დალაგებულია თემატური თანმიმდევრობით.
რესურსის სტრუქტურა:
თემის, სკოლის, მასწავლებლის და კლასის დასახელება; ვინაიდან, მოსწავლეებს მიმართებითი ზედსართავი სახელების დამახსოვრება უჭირთ, მეორე სლაიდი ფაქტობრივი ცოდნის გახსენებას ემსახურება. მოსწავლემ უნდა ჩამოწეროს მიმართებითი ზედსართავი სახელები შინაარსის მიხედვით;
მესამე სლაიდზე მოსწავლეებმა უნდა ჩამოწერონ მიმართებითი ზედსართავი სახელების მაწარმოებლები. (მასწავლებელმა თვალყური უნდა ადევნოს, რომ მოსწავლეები არ დაბრუნდნენ წინა სლაიდზე);
მეოთხე სლაიდიც მესამის გაგრძელებაა;
მეხუთე სლაიდზე მოცემულია გოგონას ფოტო, რომელიც უნდა დაახასიათონ ოთხი ზედსართავი სახელით. შევარჩიე ისეთი ფოტო, რომ შესაძლებელი იყოს მიმართებითი და ვითარებითი ზედსართავი სახელების გამოყენება (სლაიდზე დავწერე შესაძლო ვარიანტები რესურსის უკეთ აღსაქმელად);
მეექვსე სლაიდზე მოსწავლეებმა უნდა დაწერონ კლასელის სახელი და დაახასიათონ ოთხი ზედსართავი სახელით;
შემდეგ სლაიდზე კი, მოსწავლეებმა უკვე გამოყენებული ზედსართავი სახელები უნდა დააჯგუფონ მიმართებით და ვითარებით ზედსართავ სახელებად;
მერვე სლაიდზე ჩამოწერილი მაქვს მიმართებითი ზედსართავი სახელები და მოსწავლეებს ევალებათ შეუსაბამონ ის არსებითი სახელები, რომლისგანაც წარმოიქმნა თითოეული;
მეცხრე სლაიდზე კი ჩამოწერილი მაქვს არსებითი სახელები და მოსწავლეებმა მათგან უნდა აწარმოონ მიმართებითი ზედსართავი სახელები;
მეათე და მეთერთმეტე სლაიდი მოითხოვს ხარისხის ფორმების წარმოებას. შევარჩიე ოთხი ისეთი სიტყვა, რომელიც მოითხოვს ცოდნასაც და დაფიქრებასაც;
მეთორმეტე სლაიდი მოსწავლეთა ერთგვარი წახალისების ფორმაა;
რესურსის შექმნის მიზანია:
ცოდნის შემოწმება; ცოდნის განმტკიცება;
მოტივაციის გაზრდა;
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო უნარ _ ჩვევების გამომუშავებას;
ტრანსფერი ლიტერატურასთან;
ინტეგრირება ისტ_თან;
მოცემული რესურსის შექმნა არ მოითხოვს დანახარჯს. საჭიროა მხოლოდ საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტში მუშაობის საბაზო უნარების ქონა. ის მრავალჯერადია და შეუძლია გამოიყენოს როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე სხვა საგნის მასწავლებელმაც. მასწავლებელს შეუძლია მოარგოს თავის კლასს, მასალას და შეფასებაც ისე შეუსაბამოს, როგორც მოითხოვს კონკრეტული გაკვეთილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий