შოთა რუსთაველის პედაგოგიური შეხედულებანი
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის
პირველი კურსის სტუდენტი :
გიორგაძე თინა
2018 წელი
როგორც
ვიცით,პედაგოგიკა არის მეცნიერება,რომელიც იკვლევს ადამიანის აღზრდის პრობლემებს.ის,როგორც
ყველა სხვა მეცნიერება,ვითარდება და იცვლება.თანამედროვე მიდგომები მოითხოვს პედაგოგიკის
მეცნიერების ახლებურ გააზრებას,თუმცა ,ვფიქრობ,აუცილებელია თანამედროვე ხედვები დაფუძნებული იყოს ფუნდამენტურ
კლასიკურ პედაგოგიკურ ცოდნას,რასაც დღეს ის მოკლებულია.
მიუხედევად
იმისა,რომ ჩემი თემის განსახილველი საკითხი კონკრეტულად შოთა რუსთაველის პედაგოგიკური
შეხედულებებია, შევეცდები მოკლედ მიმოვიხილო როგორ ვითარდებოდა სწავლა-აღზრდის შინაარსი
და მიმართულება საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებასთან ერთად.
როგორც
ვიცით, ყველა ტიპის საზოგადოებას თავისი მოთხოვნები აქვს ადამიანის წინაშე.ადამიანიც
ვითარდება იმის მიხედვით,რასაც მოითხოვს მისგან საზოგადოება და ცხოვრების დონე. საზოგადოებრივ-ეკნომიკურ
ფორმაციასთან ერთად იცვლებოდა ადამიანის მოთხოვნები,მიდგომები და მისი ფორმირების გზები
და საშუალებები.
სწავლა-აღზრდას,სკოლებისა
და პედაგოგიკური აზროვნების განვითარებას საქართველოში შორეული ისტორია აქვს.ქართული
პედაგოგიკის ისტორია ემყარება არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებულ მატერიალური
კულტურის უნიკალურ ძეგლებს,მითოლოგიურ და ფოლკლორულ შემოქმედებას,ქართულ წერილობით
ძეგლებს,ისტორიულ ქრონიკებს,სკოლების საარქივო მასალებს,ლიტერატურული და პედაგოგიური
პრესის მასალებს,ისტორიულ-პედაგოგიურ სამეცნიერო ლიტერატურას და სხვა ისტორიულ წყაროებს.
საინტერესოა
როგორ ვითარდებოდა პედაგოგიური იდეები და სწავლა-აღზრდის საქმე საქართველოში.
ახალი
წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან საქართველო,განათლებისა და პედაგოგიური იდეების
მხრივ ,მოწინავე პოზიციებზეა მსოფლიოში.ამას ადასტურებს ისეთი სასწავლო-საგანმანათლებლო
კერების არსებობა,როგორიცაა:კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა-აკადემია III-IV საუკუნეებში,განათლების
ცენტრები ათონსა და პალესტინაში,პეტრიწონის სემინარია ბულგარეთში,გელათის აკადემია,იყალთოს
აკადემია,ქართველი ჰუმანისტი მოაზროვნეების -პეტრე იბერის,პეტრიწის,შავთელის,ხანძთელის,მთაწმინდელების,იყალთოელისა
და სხვათა მოღვაწეობა და შრომები.
პირველყოფილი
თემური საზოგადოების შორეულ ეპოქაში ჩვენში უმთავრესად სასოფლო-სამეურნეო და სახელოსნო
იარაღებისა და ნივთების დამუშავება და ცოდნა-გამოცდილების შესწავლა-დაუფლება წარმოებდა,რომელიც
ყველაზე გამოცდილი ოსტატის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ინდივიდუალურად,ზოგჯერ ჯგუფურადაც.ამ
უძველეს პერიოდში ქართველ ტომებში სამკურნალო ცოდნა-გამოცდილებაც საკმაოდ იყო გავრცელებული,რაც
თაობიდან თაობებს გადაეცემოდა და ამ გზით ინერგებოდა ხალხში.გარდა ამისა,ამ პერიოდში
ბავშვების აღზრდასაც აწარმოებდნენ,რომელსაც პირველ რიგში დედები ეწეოდნენ,ხოლო შემდეგში
თემის მეთაური ხელმძღვანელოდა.იგი აჩვევდა მოზარდებს თემის ადათ-წესებს,ზნეობას,შრომა-საქმიანობას,წვრთნიდა
თამაშსა და სიმღერაში,სამხედრო საქმეში,სიმამაცესა და გამძლეობაში.(პირველყოფილი თემური
წყობილება)
ადრეკლასობრივ
საზოგადოებაში მონოგამიური ოჯახის და კერძო საკუთრების შექმნამ განაპირობა კერძო საოჯახო
მეურნეობის წარმოშობა,რამაც დასაბამი მისცა ბავშვთა საოჯახო აღზრდას.დაგროვილ ცოდნას
უკვე გაბატონებული კლასის შვილებს გადასცემდნენ.სწავლა-აღზრდის ფუნქციას გამოცდილი
მეურნენი და ხელოსან-ოსტატები ასრულებდნენ.ასე ჩაისახა პედაგოგიური საქმიანობა და პირვანდელი
სკოლები ადრეკლასობრივ საქართველოში.კოლხეთის და იბერიის ტერიტორიაზე მრავლად აღმოჩენილი
განძეულობა უტყუარი საბუთია ადრეკლასობრივი საქართველოს მაღალი კულტურული დონისა,რისი
მიღწევაც შესაფერისი და საგანგებო სწავლა-განათლების გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია.როგორც
ირკვევა,ჩვენში ადრეკლასობრივ საზოგადოებაში არა მარტო ზეპირი სწავლების სკოლები არსებობდა,არამედ
ქართული დამწერლობის შექმნის დროიდან ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდას მწიგნობრული და
ორგანიზებული ხასიათი უნდა ჰქონოდა.(ადრეკლასობრივი პერიოდი)
IV-VI
სს-ში ფეოდალური ურთიერთობის ჩასახვას და ქრისტიანობის მიღება-გავრცელებას საქართველოში
თან მოჰყვა ანტიკური განათლების კერებისა და დაწესებულებების მოქმედების სარბიელის
შეკვეცა და მათი თანდათან მოსპობა.კულტურა-განათლებისა და საერთოდ იდეოლოგიის სადავეები
ქრისტიანულმა ეკლესიამ ჩაიგდო ხელთ.ამიერიდან მხოლოდ ქრისტიანული საეკლესიო ცენტრები
და სკოლები ყალიბდება ჯერ აღმოსავლეთ და შემდეგ დასავლეთ საქართველოში,რომელშიც სასტიკი
რელიგიურ-დოგმატიკური აღზრდა-განათლება მიმდინარეობს.ასეთი სკოლები ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან
იქმნებოდა და მათ ხელმძღვანელობას ემორჩილებოდა.ამ პერიოდისთვის გავრცელეული იყო საშინაო
სწავლებაც,რომელშიც პედაგოგთა მთელი ჯგუფი იღებდა მონაწილეობას.საშინაო სწავლა-განათლებას
ადრეული ასაკიდან იწყებდნენ.მიხედავად ამისა,სწავლა ძირითადად მაინც საეკლესიო სკოლებში
მიმდინარეობდა.(VIII-IX სს-ში).მთავარი საგანი თეოლოგია იყო.ისწავლებოდა საეკლესიო
გალობა და წერა-კითხვა.სახელმძღვანელოდ იყენებდნენ როგორც ნათარგმნ წიგნებს,ასევე საგანგებოდ
შედგენილ ორიგინალურ წიგნებს.ასეთივე ფუნქცია ჰქონდა ჰაგიოგრაფიულ თხზულებებს.(V-X
სს.)ამ პერიოდისთვის არა მარტო დაწყებითი სწავლება მიმდინარეოდა,არამედ საშუალო და
უმაღლესი სწავლებაც.პირველი უმაღლესი სკოლა ქართველებს შორეულ სირიაში შეუქმნიათ.(პეტრე
იბერიელი)ის ასევე სამეცნიერო ცენტრსაც წარმოადგენდა.(ადრეფეოდალური ხანა)
X საუკუნიდან
საქართველოში დაიწყო ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა.გამწვავდა კლასობრივი
წინააღმდეგობანი,განვითარდა ქვეყნის საწარმოო ძალები,გაფართოვდა ვაჭრობა,დაიწყო ფეოდალური
საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი გაერთიანება,რამაც აღაშფოთა დიდგვაროვანი აზნაურები.საქართველოს
პოლიტიკურ-ეკონომიკურმა და სახელმწიფოებრივმა ვითარებამ განაპირობა ქართული კულტურის,მეცნიერების,ხელოვნების
და სწავლა-განათლების დიდი აღმავლობა.ეს გამოიხატა მთარგმნელობით საქმიანობაშიც(ათონის
მონასტერი)
თამარის დროს
უმაღლეს საფეხურზე ავიდა მეცნიერულ-ფილოსოფიური მუშაობა საქართველოში,რომელიც ძირითადად
გელათისა და იყალთოს აკადემიაში მიმდინარეობდა.მეცნიერებასა და ხელოვნებაში ორგანიზებულად
შეერთდა აღმოსავლური და დასავლური აზროვნებისა და შემოქმედების ნაკადები.განვითარდა
მუსიკა და პოეზია.(პროლოგი)
XI-XII
საუკუნეების ქართულ ფილოსოფიას,მეცნიერების და ხელოვნების დარგებს აშკარად ემჩნევა
ის ძირითადი ნიშან-თვისებები,რომლებიც რამდენიმე საუკუნის შემდეგ დასავლეთ ევროპის
რენესანსს (აღორძინებას) დაედო საფუძვლად.
ასეთი
განვითარების დონე ბუნებრივად მოითხოვდა და განაპირობებდა ცოდნა-განათლების ფართოდ
გავრცელებას. XI-XII საუკუნეების საქართველოში მრავლდებოდა სკოლებისა და საგანმანათლებლო
დაწესებულებების რიცხვი,როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ,რომელსაც ქართველები
ქმნიდნენ.ამ მხრივ გამორჩეულია ათონის ივერთა მონასტერი და პეტრიწონის სემინარია(აკადემია),გელათის
აკადემია,იყალთოს აკადემია.
პედაგოგიური
თეორიის ჩამოყალიბებაში რევოლუციური მნიშვნელობა ჰქონდა რენესანსის და შმდგომ ბურჟუაზიული
ეპოქის დადგომას,რომელმაც მთლიანად უარყო ფეოდალური საზოგადოების იდეალები.მეცნიერების,ხელოვნებისა
და კულტურის განვითარებამ დღის წესრიგში ახალი ადამიანის მომზადება დააყენა,რამაც თავისი
დასაბუთება აღორძინების(ჰუმანიზმის)ეპოქის პედაგოგიკაში მიიღო.ჰუმანიზმის პედაგოგიკა
ფეოდალიზმის კლერიკალური,დოგმატურ-სქოლასტიკური პედაგოგიკის წინააღმდეგაა მიმართული.პედაგოგიური
მეცნიერების ჩამოყალიბებას საფუძველი მოუმზადეს რაბლეს,მონტენის,როტერდამელის,მორის,კამპანელასა
და სხვათა პედაგოგიურმა იდეებმა,თუმცა აღსანიშნავია შ.ნუცუბიძის აზრი,რომლის მიხედვითაც
ქართული ჰუმანიზმი შ.რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ სახით გაცილებით წინ უსწრებს ევროპულს:
„მოახსენა:ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს,
გონიერთა მწვრთნელი უყვარს,უგუნურსა გულსა გმირდეს“.(პედაგოგიკის
ზოგადი საფუძვლები)
ვიდრე თემას გავაგრძლებ,მინდა მივმართო აუდიტორიას და გადავამოწმოთ რამდენად კარგად ახსოვთ „ვეფხისტყაოსნის“
აფორიზმები,რომელსაც უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს.ასევე მინდა ვთხოვო მათ
დამეხმარონ თითოეული აფორიზმის განმარტებაში. J
დაასრულეთ აფორიზმი: „სმა-ჭამა დიდად შესარგი,დება რა
სავარგულია....(ზნეობრივი აღზრდა,სიკეთე)
„ხამს თუ კაცმან გონიერმა ძნელი საქმე გამოაგოს
არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს,მოიძაგოს“(გონიერმა კაცმა
ძნელი საქმე უნდა მოაგვაროს,ნაჩქარევი გადაწყვეტილება შეიძულოს შეიჯავროს)
„წესი არის მამაცისა მოჭირვება ჭირთა თმენა“ (ფიზიკური
აღზრდა)
„გველსა ხვრელით ამოიყვანს....“
„კოკასა შიგან რაცა სდგას....“
მაგალითებმა
ცხადყო „ვეფხისტყაოსნის“ უდიდესი პედაგოგიური მნიშვნელობა.
„ვეფხისტყაოსნის“დიდი
პედაგოგიურ-აღმზრდელობითი მნიშვნელობა ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი მის პირველ ბეჭდურ
გამომცემელს,ვახტანგ VI-ს,რომელიც წინასიტყვაობაში საგანგებოდ აღნიშნავდა,რომ ეს თხზულება
გამოვეცი „ძეთა და ასულთა ჩვენთა აღსაზრდელად”.“რუსთაველისა წიგნი სულ სასწავლო არის.რაც
ამას დაუწერია,თუ კაის გზით ისწავლით,ერთს ოსტატად გეყოფათ“.
შოთა რუსთაველი,როგორც
დიდი ჰუმანისტი,პირველ რიგში საზოგადოებაში ადამიანის მაღალ დანიშნულებას და იმ კეთილშობილურ
ადამიანურ თვისებებს ადგენს,რომელითაც უნდა იყოს შემკობილი ადამიანი.ეს თვისებებია:სიბრძნე
და გონიერება,მაღალი გრძნობა,ზნეობა,ხელოვნება,მეგობრობა,სიუხვე,თავმდაბლობა,სიჯანსაღე,სიძლიერე,სილამაზე,სიდინჯე
და ა.შ.
ამ ადამიანურ
თვისებათა გამომუშავება-ჩანერგვისათვის შოთა რუსთაველს ახალგაზრდობის გონებრივი,ზნეობრივი,ესთეტიკური
და ფიზიკური აღზრდა მიაჩნია აუცილებლად.
Комментариев нет:
Отправить комментарий