სსიპ ქ. თბილისის N28 საჯარო სკოლის
X კლასის მოსწავლე:
მარიამ რამაზაშვილი
მივმართავ მას,
ვისაც ყურების გარეშე ესმის და ორი თვალის გარეშე ჭვრეტს.
იყო არა და იყო რა, ერთხელ გავჩნდი.
განსხვავებით ადამიანთა ნაშიერისგან, პირველ რიგში ფეხზე დავდექი, სხეულმა დაიწყო იმ უცნაური სისწრაფით ზრდა, როგორც გარდატეხის ასაკში, თანაც მსგავსად უხეიროდ: დიდი ზომის სახლი, რომელსაც კარ-ფანჯარა და ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი შიგთავსი ჭეშმარიტად ღირსეული სახლის დონეზე არ აქვს, მაგრამ განსხვავებით ადამიანური ტემპისა, ჩემი აქ შეჩერდა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ სხვა გზით წარიმართა. თუ არ განვითარდი, კვდები, ბუნების კანონია, მაგრამ სიკვდილზე არანაკლებ უფერული რაღაცეებიც არსებობს, რის მაგალითადაც მოვლენილა ჩემი არსებობა. არსებობა, არა ცოცხლის, არამედ მატერიის, რომელიც გრძნობას იტევს, რომელსაც ცოცხალი ანიჭებს ყველა არაცოცხალს. გრძნობას, არა უფერულს, არამედ დანაცრულსა და დაჩაგრულს. ფიზიკურობით რომ დავიწყო, ჯერ აღზევება დავიწყე, შემდგომში_ დაცემა, როგორც ადამიანმა, რომელიც იზრდება, იფურჩქნება, ბოლოს კი ჭკნება, რაც თავისებურად შეუფასებელ ხიბლს ანიჭებს, მაგრამ მისგან განსხვავებით, ყვავილობის ფაზა ერთობ შეუმჩნევლად გამოვტოვე, ჩემი დაბერება კი არც დიდად ესთეტიკური ყოფილა. სარემონტო სამუშაოებიდან შემორჩენილი მტვრით შემკობილი ფანჯრის მინები, აწ უკვე როგორც მიტოვებული სახლისა, მანამდე ჩაამსხვრია ბავშვებისაგან გასართობად გასროლილმა ქვებმა, სანამ ვინმე გაწმენდდა მას. მსხვრევის ხმამ მთელი ჩემი არსება მოიცვა, მაშინ პირველად მსხვრევის ექომ ჩამჩურჩულა მწარედ, რომ საცხოვრებლად უკვე იმაზე ნაკლებად გამოვდგებოდი, ვიდრე ოდესმე. ღირს იმისთვის, რისთვისაც გიღირს, მე კი თითქოს გაჩენის მომენტიდან ვიცოდი, რომ ის, რის გამოც ჩემს არსებობას აზრი ექნებოდა, ადამიანებისათვის თავშესაფრის როლში ყოფნა იქნებოდა: ჩემი გრძნობა მათ არსებას დაიტევდა, მათი არსება კი მათვე დაუბრუნდებოდათ, როგორც თბილი, ასევე ცივი; მე შევქმნიდი მათთვის მყუდრო, თბილ ატმოსფეროს, როცა ცა კვლავ მწარედ გაიხსენებდა მათგან მიყენებულ ტრამვებს, ამ შემთხვევაში რომ კი არ აძლიერებს_კლავს, თანაც ყველაფერს, რის გამოც მჟავე ცრემლნარევ წვიმებს დაატეხდა თავს, ჩემს სახურავს რომ დააზიანებდა, რასაც თავგანწირული, ღირსეული სულისკვეთებით შევხვდებოდი; ეგოისტურად გამაბედნიერებდა მათთვის თავის მიძღვნა, როცა ვიქნებოდი რაღაც, რისთვისაც თავის მიკუთვნებას შეძლებდნენ, ეგოისტურად გამახარებდა სიკეთე, რომელსაც გავცემდი და არც კი შევხედავდი იმას, ვიღებდი თუ არა რაიმეს სანაცვლოდ: ჩემი ქმედება ხომ სწორი იქნებოდა; მე მეყვარებოდა ისინი და ეს სრულიად საკმარისი იქნებოდა ჩემში ღრმად ჩაბუდებული სიცარიელის ამოსავსებად, რომელსაც ახლა მხოლოდ მტვერი თუ უმშვენებს ფსკერს. დიახ, სამყაროში ყველას და ყველაფერს აქვს თავისი წილი სიცარიელე, რომელსაც თავისი წილი დანიშნულება ავსებს, ხოლო თუ არაა დანიშნულება, უსარგებლო საგნები აქტიურდება: საშაქრეს მარილი ავსებს, სულს_ ზედმეტი საკვები, მიტოვებულ სახლს კი_მტვერი, ხვლიკი და გველი. დიახ, გასაკვირი არაა, რომ ჩემთვის სწორედ ამიტომ ღირდა.
დასაწყისი შემაძრწუნებელი იყო, რის შემდეგაც მივხვდი, რომ მოსალოდნელი ფიზიკურ გაუბედურებას ვერსად გავექცეოდი: უბორბლო სახლები არ დადიან, არც დარბიან და თავს დატეხილი მიწისძვრისას ვერც ვერაფერს ეჭიდებიან თავიანთი საძირკველის გარდა. შესაბამისად, მე გადავწყვიტე ისევ და ისევ საკუთარ თავს დავყრდნობოდი, მოვლენათა განვითარება კი ია-ვარდით მოფენილი სულად არ ყოფილა. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, სარეველა ბალახითა და ნიადაგიდან ამოტანილი ათასგვარი აბურდული უცნაურობით. ერთ, არც ისე მშვენიერ დღეს მინებს ბათქაში მოჰყვა, რომელიც წვიმამ და უამინდობამ ხელიდან ჯერ კიდევ შემორჩენილ იმედებთან ერთად ჩამომარეცხა. დაჟანგული კარის საკეტში ობობამ ქსელი გაიკეთა, მაგრამ ამას არ დასჯერდა და ეზოში ამოსული და უკვე გამხმარი მცენარეებიც დაქსელა. თეთრი კედლები თავგადასავლების საძიებლად მოსული სტუმრების მიერ მოძღვნილმა ინიციალებმა დაამშვენა. რაც მართალია, მართალია - მიტოვებული სახლის სტატუსსაც კი შეუძლია უდიდესი მისტიური ღირსება და ეშხი შემოგაწეროს, რომელზეც საღამოობით თბილ ბუხართან შემომსხდარი ხალხი ისაუბრებს, რომელიც მოჭრილი ტოტებით თბება, რომელიც მას ჟანგბადით ამარაგებს, რაც მას ისევე სჭირდება სასიცოცხლოდ, როგორც სითბო, რის გამოც ჭრის ტოტს, რომელზეც ზის, რადგან მოჭრილი ტოტით ხელში ხის ქვედა ტოტზე მოთავსდეს. დრომაც თავისი წვლილი შეიტანა და ხეს საღებავი გადააცალა, ერთიანად გამახუნა. მოკლედ რომ ვთქვა, თითქოს ყველამ ერთად შეკრა პირი და ობოლ ბავშვს ღამის აჩრდილად მოევლინა, რომელსაც საბანიც არ ჰქონია მის ქვეშ დასამალად. ყველა ფაქტორის წინაშე მარტო აღმოვჩნდი და მით უმეტეს მარტო, როცა მივხვდი, რომ დროისა და ვითარებათა მსვლელობასთან ერთად კლებულობდა შანსი, ვინმე დაბრუნებულიყო ჩემთან. ვის უნდა ნახევრად დანგრეული, დაბეჩავებული, საშიში შესახედი და გაუკაცრიებულ სოფელში მდგარი საყოფაცხოვრებოდ უვარგისი სახლი, როცა ქალაქს შეუძლია დიდწილად უზრუნველყოს მატერიალური კეთილდღეობა, რომელიც ზოგჯერ მეტად ღირებული აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ეკოლოგიურად სუფთა გარემო? მე ბევრს ვოცნებობ, იმედი კი არ მაქვს, რომელიც ოცნების არსებობის მთავარი წყაროა. მეც მარტოობის კავალერი ვარ, თანაც უფსკრულზე ცარიელი, მაგრამ გალაკტიონისგან განსხვავებით, მე არ ვტკბები, რაც უფრო შორს ხარ და არც ჩემი ეს უფერული ოცნება მიყვარს შენში. მე თავს ვაჯერებ იმაში, რომ არ მაქვს იმედი, ოდესმე ვინმემ ფუნქციონირება დამაწყებინოს, რადგან როცა გაქვს, გიცრუვდება, ცხოვრებას სხვანაირად არ უსწავლებია. ისიც საკმაოდ არარეალურად მეჩვენება, რომ დადგება დრო, როცა ტექნიკის განვითარების გამო ქალაქი ფუნქციას დაკარგავს, ისე გამარტივდება ყველაფერი, რომ სივრცე და მანძილი მნიშვნელობას დაკარგავს, რის გამოც სოფელი გახდება აქტუალური თავისი ნაკლებად დაბინძურებული ჰაერითა და დედამიწაზე სიცოცხლის ძველებური საწყისებისა და დედაბუნების ბედნიერი შეგრძნებით, როგორც წიგნები წინასწარმეტყველებენ(კლიფორდ დ. სიმაკი_ „ქალაქი“). ამ შემთხვევაშიც კი საეჭვო იქნება ჩემი მდგომარეობა: არის კატეგორია, რომელსაც სუფთა ფურცლიდან ურჩევნია ყველაფრის დაწყება, მე კი ისევ და ისევ ლოდინი მომიწევს, თუ როდის შემჭიდროვდება საცხოვრებელი სივრცე, რომ ვინმემ აქეთაც გამოიხედოს. ლოდინი, სიცარიელე და გაუთავებელი ლოდინი იყო, არის და იქნება ჩემი არსებობა, სანამ არ გამოჩნდები, ვიდრე არ აღიარების მიუხედავად, მაინც შემომრჩენია ოცნებანარევი იმედი. მოქმედება ცხვოვრების ნაწილია, ხოლო იმისათვის, რომ დედამიწა ერთ დიდ დაუსრულებელი საქმეების უმოქმედო სამყოფელად არ იქცეს, საჭირო ხდება ხოლმე ძალა, რომელიც სხვის დაწყებულს ბოლომდე მიიყვანს. ალბათ, უმადურობა იქნება არ აღინიშნოს, თუ რამდენ საქმეში მაქვს წვლილი შეტანილი: როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეზოში მოუვლელობისაგან ათასგვარი მიწის ნაშიერი ამოიმართა, მათ შორის ბუჩქები, რომლის ნაყოფსაც მოულოდნელი სტუმრები საკვებად მაინც იყენებენ; ერთხელ რამდენიმე დღით უსახლკარო ოჯაში შევიფარე, უცნაური შეგრძნება იყო, ელდანარევი აპათიისაგან არც კი გამხარებია, მიუხედავად იმისა, რომ მთელი არსებობის განმავლობაში ამას ვესწრაფვოდი, თითქოს მყუდროობა დამირღვიეს მხოლოდ და ბუნდოვან ზმანებათაგან გამომარკვიეს, სანამ შევეგუებოდი და რამეს ვიგრძნობდი კი წავიდნენ; ფაქტი არც ისე სასიხარულოა ჩემთვის, მაგრამ რამდენჯერმე ქურდობის ობიექტიც გავხდი, ჯერ კარი წაიღეს, მერე ფანჯრები, რასაც თავიდან დიდი სასოწარკვეთით შევხვდი, შემდეგ კი იმის გააზრება დავიწყე, რომ თანდათან დანიშნულების შეცვლა დავიწყე. მე არ მომწონდა დაცემა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ სწორედ ამით შემეძლო გამეკეთებინა რაიმე, რასაც სასარგებლო დაერქმეოდა. ვგრძნობდი ამას და კარგადაც ვამჩნევდი, მაგრამ ჩემს რაღაც ნაწილს ახლაც კი ისევ უნდა, ვინმე შეიფაროს. რამდენად უგრძნობიც არ უნდა გამხადოს ამ ყველაფერმა, ბუნებას მაინც ვერ ვღალატობ, მე სახლი ვარ და მინდა მღრღნელებისა და ქვეწარმავლების გარდა ვინმე ისეთიც შევიფარო, ვინც პარაზიტად არ მომევლინება და შეძლებს ჩემთან მშვიდობიან თანაცხოვრებას. არ ვარ სევდიანი, მაგრამ აპათიაც ხომ თავისებურად სევდიანია. მე გრძნობა ვარ ცარიელი და მოგმართავ შენ, ვისაც ყურების გარეშე ესმის და ორი თვალის გარეშე ჭვრეტს. მე მიტოვებული სახლი ვარ და დღემდე ველი, რომ გამოჩნდება ვიღაც, ვინც ნაპერწკლისაგან ცეცხლს შექმნის, რომელიც ყველაფერს გაათბობს. ველი ვიღაცას, შეუპოვარსა და სიცოცხლეს მოწყურებულს და მჯერა, დადგება დღე, როცა გამოჩნდება ვიღაც, ვინც შენ იქნები - ვიღაც თვალნათელი, სანატრელი…
სსიპ ქ.თბილისის N28 საჯარო
სკოლის
IX კლასის მოსწავლე
:
ანანო ღარიბაშვილი
ეს სახლია, სადაც ერთ დროს ოჯახი ცხოვრობდა. დიახ, სითბოთი და სიყვარულით აღსავსე ოჯახი... ახლა კი სახლი მიტოვებული, მთებში მარტოდმარტო, სიცივისგან გაყინული კედლებიღაა... მხოლოდ დიდთოვლობისას თუ შეაფარებს თავს რომელიმე ცხოველი, რომ მთლად არ გაიყინოს. სახლის ირგვლივ ეზოა, სადაც ერთ დროს ბავშვები ჟრიამულობდნენ და ბურთით თამაშობდნენ . ახლა კი ეზოში ბალახები ამოსულა, თითქოს ბალახი სარგებლობდეს მომენტით, რომ არავინ მოჭრის და გაზრდას დააცდის. სახლს უშველებელი ბზარები გასჩენია. ეს ბზარები კი ტკბილ მოგონებებს შთანთქავს, ხოლო მის ადგილზე კი სიცივესა და სამუდამო სიჩუმეს ამკვიდრებს. ვისაც არ უნდა ჰკითხო , ნაცნობსა თუ უცნობს , ყველამ იცის ეს საცოდავად მიტოვებული სახლი . ყველა იცნობდა ამ სახლში მცხოვრებ მხიარულ ოჯახს, ყველას კარგი მოგონებები აკავშირებდა მათთან. ახლა კი როცა სახლს შეხედავ და წარმოიდგენ, რომ აქ ერთ დროს ოჯახი ცხოვრობდა, ოჯახი, რომელიც ყველას უყვარდა ,გული დარდით გევსება და ტირილი გინდება. ამ სახლიდან ჩამოვარდნილი ერთი აგური გტკივა ... ერთი ბზარი გტკივა , კედელზე რომ იზრდება და იზრდება. და პირველ რიგში კი ის ოჯახი გტკივა ... თითქოს სახლზე გაბატონებული სიჩუმე და დარდი შენზე გადმოდის , თითქოს სახლი დარდს გინაწილებს, რადგან თვითონ მეტს ვეღარ გაუძლებს...
თურმე ამ სახლში ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა . ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი. ვაჟს ვახტანგი ერქვა და 15 წლისა იყო, . შუათანა გოგონა ქეთევანი 13 წლისა, ხოლო პატარა გოგონა, თამუნა, 9 წლისა . სამივე პატივს სცემდა მშობლებს და სკოლაშიც და სოფელშიც ზრდილობით გამოირჩეოდნენ. ასევე სამივე ბეჯითი მოსწავლე იყო და თითოეულს ძალიან უყვარდა კითხვა . ამიტომ მამამ, რომელსაც დავითი ერქვა, ბავშვებს სახლის ერთ-ერთ დიდ ოთახში ბიბლიოთეკა გაუკეთა. დავითი 47 წლის იყო, დღე და ღამე მუშაობდა, რომ როგორც შეეძლო ბავშვებისთვის საჭმელი მოეტანა. დავითიც ნაკითხი კაცი იყო, სკოლაშიც მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად . დედას კი ეთერი ერქვა და 45 წლის იყო . იგი მოხდენილი და ლამაზი ქალი გახლდათ . ამავდროულად კარგი დიასახლისიც.ეთერი შვილებზე დარდით იძინებდა და შვილებზე დარდით იღვიძებდა .ბავშვებმა იცოდნენ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. ამიტომ მშობლებს არაფერს სთხოვდნენ. სამივე სიყმაწვილიდან ფიქრობდა მომავალზე. იცოდა, რომ იმ დროისთვის ნაკითხი ადამიანი ფასობდა და ცოდნას არავინ დაუკარგავდათ , ამიტომ მეცადინეობდნენ მანამ, სანამ ბოლოს სიტყვასაც არ დაისწავლიდნენ. კვამლი, რომელიც მათი სახლიდან სულ ამოდიოდა მალე გაქრა. ეთერი და დავითი მოხუცდნენ და გარდაიცვალნენ . ბავშვებიც, რა თქმა უნდა, გაიზარდნენ და თავის გზაზე წავიდნენ . ვახტანგმა უცხო ენა ისწავლა და ამერიკაში გაუშვეს სასწავლებლად , სწავლა იქ დაამთავრა ქართველი ულამაზესი ცოლი მოიყვანა და ორი შვილიც ჰყავს, მაგრამ დღესდღეობით ამერიკაში ცხოვრობს. ქეთევანმა გამოიყენა სწავლა და ჯერ ქართულის მასწავლებელი, ხოლო შემდეგ დირექტორიც გახდა . ისიც გათხოვდა და შვილიც ჰყავს, ხოლო თამუნა ექიმი გახდა. ისიც გათხოვდა და სამი შვილი ჰყავს . ეთერი და დავითი მშვიდად წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რადგან იცოდნენ, როცა მათი შვილები მშობლები გახდებოდნენ ზრუნვას არ მოაკლებნენ და ყველაფერს გააკეთებდნენ მათთვის. დღესდღეობით თითოეულს შესტკივა გული ბავშვობის სახლზე, მაგრამ ჩასვლას ვერცერთი ახერხებს. სახლი კი მათ ლოდინში ინგრევა, მაგრამ მაინც იმედიანად გაჰყურებს შარაგზას, რომ ერთ დღესაც გამოჩნდებიან ბავშვები თავის შვილებით და აღადგენენ ბავშვობის მოგონებებს. ამ სახლში სითბოსა და სიყვარულს ხელმეორედ გააღვიძებენ, ხოლო ბავშვების, უკვე მშობლების მოგონებებს და თავგადასავლებს სოფელში, შვილები და შვილთაშვილები გააგრძელებენ. ამ იმედით ეს სახლი, ყველაფრის მიუხედავად, ისევ ფეხზე დგას.

Комментариев нет:
Отправить комментарий