მარიამ უნდილაშვილი _ ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლე"


სსიპ ქალაქ  თბილისის N28 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე  მარიამ უნდილაშვილი

21-ე საუკუნეა, ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი ყოფილა, არ ვიცი რატომ, მაგრამ დღეს გადავწყვიტე უფრო შორს სიღრმეში წასვლა, ბევრი ვიფიქრე, როგორ შემეძლო მეპოვა წარსული, ის წარსული, ყველაფერი თავდაყირა რომ დააყენა, ვითომ არაფერი, მაგრამ რეალურად  დღემდე რომ ვერ  ვაღწევთ თავს, რადგან ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინაა..
   ბევრი ვიფიქრე, სად მეძებნა პასუხები და ბაბუაჩემის ლურჯ, წყლიან, ცოტათი დაბერებულ თვალებში ჩავიხედე, რათა დამენახა მისი ,,პირადი გვირაბის განათება“ ,  სამწუხაროდ იმდენად  კაშკაშაა ეს სინათლე, რომ არა თუ პასუხი,  ორი წამითაც ვერ გავუსწორე თვალი. ერთს კი მივხვდი_ ეს ის სინთლე ყოფილა, საბჭოეთზე აუგის ხსენებისას  რომ ენთება. ალბათ, სწორედ ამ სინათლის ბრალია, რომ  მხოლოდ ამ მომენტში არის მზად დამიპირისპირდეს მე, მისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანსაც კი.
  იმ ქვეყნისთვის, რომელიც არასდროს იყო ისე მთლიანი როგორც მაშინ, როცა თავისუფლებას ართმევდნენ. როგორ შეიძლება ,,თავისუფლებისკენ ლტოლვა უცნობი ნაპირის უაზრო ძებნას დამსგავსებოდა“? ,,გუშინდელი დინოზავრი დღეს როგორ შეიძლება გამეფებულიყო?“ არ ვიცი, არ ვიცი. ერთი რამ კი ფაქტია, რომ  ,,რანიც არ უნდა ვყოფილიყავით, სდღაც სხვაგან ვართ“ და ,,აბრეშუმის  გზისპირა სამყაროს“ ეს არ ეკადრება.
   ჩემთვის დიდ დეიდას არ დაუტოვებია 1000 ამბავი და ერთი ლექსი, არც მამას დაუტოვებია კითხვებით სავსე ჩანთა და არც  დედამ მითხრა, სად უნდა მეძებნა პასუხები, თუმცა უამრავი კითხვა მაწუხებს  და დამეთანხმებით, როგორ  სიცარიელეს ტოვებს უპასუხო კითხვები.
  წიგნი დაგეხმარება ყველაფრის  გაგებაშიო_ მახსოვს მამიდაჩემმა მითხრა პირველი წიგნის ჩუქებისას  და სწორედ ეს მახსენდებოდა, როცა ნონო ხარატიშვილის წიგნის-,,მერვე სიცოცხლის“ ნაწილს  ვკითხულობდი. შესავლიდანვე  ეტყობოდა ცოტათი  ბუნდოვანი და დამაბნეველი იყო და ამან გამოიწვია ჩემი ასეთი ნდობა. აბა, მითხარით, როგორ შეიძლება ნათელი  იყოს  გზა ასეთი ბნელეთის, რომლის წყალობითაც ,,პროგრესი იმავდროულად რეგრესსაც ნიშნავს“?!   მაგრამ გაიღიმეთ: ,,დაღვრემილები არ უყვართ ჩვენს მზიურ საქართველოში“.
   ამ წიგნმა მიმაახვედრა, რომ „თითოეული ძაფი ცალკეული ისტორიაა“ და სწორედ დეტელებში სადღაც დამტვერილი ხალიჩის კუთხეებშია დამალული პასუხები ჩემს ყველა შეკითხვაზე.
  იქნებ, პასუხი ,,შავ ბედნიერებაზე“ შეყვარებული თეკლაა?! ან იქნებ ანასტასია, რომელსაც ჰგონია, რომ ,, სიცოცხლე მარტო ოცნებებისგან შედგება“ , ,,მგზნებარე კომუნისტი“  რამაზ იოსებიძე, რომელიც წყვდიადის გარდა, სხვა გამოსავალს ვერც კი ხედავდა ,ან იქნებ  რამაზის მამა, ძველი ყაიდის კაცი,რომელსაც სძულდა კომუნისტები?! არ ვიცი, არ ვიცი. ერთი რამ კი ფაქტია, გაგვამარტივეს  და შემდეგ დაგვნახეს ჩვენი ტვინისთვის შესაფერისად მარტივი კომუნიზმი,  ყველა ფერი დაგვაკარგინეს და დაგვაჯერეს, რომ ცისარტყელა შავია, მაგრამ გაიღიმეთ: ,,დაღვრემილები არ უყვართ ჩვენს მზიურ საქართველოში“
   ,,მომავალი უკვე კარზე აკაკუნებდა და არავინ უწყოდა, როგორი იქნებოდა ის“  რატომ?! შოკოლადივით ტკბილი და დამღუპველი იყო რეალობა, ვერ ვაცნობიერებდით, რომ ,,ზედმეტი სიკეთის მოტანას ზედმეტი  სიავის მოტანა შეუძლია“ და სწორედ ამ შოკოლადით ტკბობამ დაგვაკარგინა ჩვენი თავი, ჩვენი ნაწილი ისე, როგორც  ანასტასიას თავისი ტყუპისცალი და ჩენც სამარადისოდ გაგვყვება  სიცარიელის შეგრძნება, როგორც ანასტასიას, მაგრამ მთავარია დავინახოთ ცისარტყელა და არ ვეწვიოთ თეკლას გზას.
  ,, გაიღიმეთ, დაღვრემილები არ უყვართ ჩვენს მზიურ საქართველოში“
   ცა დიდია, მაგრამ  უცხო ვარსკვლავების ქვეშ ვერ ვინებივრებთ, უცხოს მიკედლებული დიდი ხნით ვერ გავთბებით, ჩენს  გულში ანთებული სითბო გვჭირდება. მთავარია, ერთად ვიყოთ, იქ ვიპოვოთ ცისარტყელა, სადაც ხალხი უბედურებაში იძირება და საბოლოოდ დავიჯეროთ, რომ შავი ფერადი არაა.
   მე მჯერა, რომ ,,სიცოცხლე სიკვდილს არ დაუთმობს გზას“ , ,, ისევ იფეთქებს“ , რადგან იასამანი მაინც ყვავის ჩვენს ქვეყანაში, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც. 
   ახლა კი მინდა მადლობა გადავუხადო ავტორს, რომელსაც თითქოს დიდი ხანია ვიცნობ, ავტორს, რომელმაც ჩამახედა მისთვის პირადული ,,კითხვებით სავსე ჩანთაში“ .დამიჯერეთ, არც თუ ისე მარტივია ეს და თუ თქვენც გაინტერესებთ  სად უნდა ეძებოთ პასუხი, აუცილებლად წაიკითხეთ.   ბოლოს კი გაიღიმეთ ,, დაღვრემილები არ უყვართ ჩვენს მზიურ საქართველოში.
სსიპ ქალაქ ტბილისის N28 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე
მარიამ უნდილაშვილი




Комментариев нет:

Отправить комментарий

ჩემ შესახებ

მე გახლავართ თინა გიორგაძე,  28_ე  საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ,   დირექტორის მოადგილე.     მერვე წ...