ისტის როლი და მნიშვნელობა _ სწავლისადმი თანამედროვე მიდგომები მოითხოვს ისტ-ის დიდი დოზით გამოყენებას სასწავლო პროცესში,ვინაიდან ის საუკეთესო საშუალებაა ინფორმაციის მოძიების,ანალიზის და სინთეზის უნარის განმტკიცების კუთხით.ტექნიკის განვითარების პირობებში აუცილებელია ფეხი აუწყოს მას როგორც მოსწავლემ,ასევე მასწავლებელმა.ისტ-ის გამოყენება ასევე ხელს უწყობს საკომუნიკაციო უნარების განვითარებას,აძლევს ადამიანს საშუალებას კრიტიკულად მიუდგეს მოპოვეულ ინფორმაციას,გააანალიზოს და შეადაროს ერთმანეთს.ყველა ეს უნარი კი ეხმარება ბავშვს შემდგომ ცხოვრების მოწყობაში.
ესგ-ს ძირითდი პრინციპი მდგომარეობს იმაში,რომ სწავლა-სწავლების პროცესში ცენტრალურ ფიგურას მოსწავლე წარმოადგენს.სასწავლო მასალა და სწავლების ფორმები გათვლილია იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე,რომელიც მოსწავლეს უნდა გამოადგეს მთელი ცხოვრების განმავლობაში.ასევე მასალა შერჩეული უნდა იყოს ასაკის შესაბამისად,რომ იყოს დაძლევადი.
ინდიკატორები - დაწყებით საფეხურზე შედეგი დაძლეულია,თუ მოსწავლე:
იყენებს შეტანის და გამოტანის მოწყობილობებს,ამოიცნობს და ასახელებს სხვადასხვა ისტ-ის საშუალებებს,იყენებს ინტერნეტში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის არსებულ რესურსებს,ისტ-ის გამოყენებისას ახდენს დადებითი სოციალური და ეთიკური ქცევის დემონსტრირებას,ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტებს მშობლების და მასწავლებლების დახმარებით,ახდენს ინფორმაციის მოპოვებას და მის სხვებთან გაცვლას.
საბაზო საფეხურზე შედეგი დაძლეულია თუ მოსწავლე:
იყენებს კლავიატურას,შეტანის და გამოტანის მოწყობილობებს, ისტ-ის საშუალებებს და გლობალურ ქსელებში არსებულ ინფორმაციას ზოგადი უნარების დასახვეწად, ისტ-ის საშუალებებს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობისას,რომელიც ითვალისწინებს ელექტრონულ ფორმატში ბეჭდვას,კომუნიკაციას,სხვადასხვა პროდუქტის შექმნას და ა.შ. ისტ-ის რესურსებს და ელექტრონულ ინფორმაციას (კალკულატორი,მონაცემთა შეგროვების მოწყობილობები) ამოცანების ამოხსნის,პრობლემის გადაჭრის და სხვა საკლასო და კლასგარეშე აქტივობების გადაჭრისთვის.
საშუალო საფეხურზე შედეგი დაძლეულია თუ მოსწავლე:
ამოიცნობს და გამოჰყოფს თანამედროვე და მოწინავე ისტ-ის შესაძლებლობებს,მათი გამოყენების ფარგლებს,შეარჩევს ისტ-ის საშუალებებიდან შესაბამისს და მიზნობრივად გამოიყენებს მას პირადი ან სასწავლო პროცესის მოთხოვნებიდან გამომდინარე,იყენებს ისტ-ის საშუალებებს ყოველდღიურ საქმიანობაში, ისიტემატურად და ეფექტურად იყენებს ელექტრონულ რესურსებს სხვებთან თანამშრომლობისთვის,კომუნიკაციის და საზოგადოებაში საკუთარი წვლილის შეტანისთვის, თანამშრომლობს თანაკლასელებთან,მასწავლებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ისტ-ის საშუალებების გამოყენებით, შინაარსთან დაკავშირებული ეროვნული რესურსების მოძიების,მათი ელექტრონულ ფორმატში დამუშავების,შექმნის,გამოცემის და გავრცელების მიზნით.
ისტ-ის ძირითადი საშუალებები და მისაღწევი შედეგები _ ძირითადი საშუალებებია: 1. ძირითადი ცნებები და ოპერაციები - შეუძლია ისტ-ის ძირითადი პრინციპების დემონსტრირება, მაგ: კომპიუტერის ჩართვა, გამორთვა, მაუსის, კლავიატურის გამოყენება. 2. სოციალური, ეთიკური და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები - აცნობიერებს ისტ-ის გამოყენების საშუალებების ეთიკურ და კულტურულ პრობლემებს, ასევე არსებული კანონმდებლობის დაცვით იყენებს ისტ-ის საშუალებებს. ავლენს დადებით დამოკიდებულებას საკუტარი ცოდნის გაღრმავებისა და მისწრაფებების განხორციელების მიმართ. 3. იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. 4. ისტ-ს იყენებს კომუნიკაციისთვის (შეტყობინება, განცხადების გავრცელება). იყენებს განსხვავებულ ფორმატს ინფორმაციის საზოგადოებასთან გაცვლის მიზნით. 5. ისტ-ის საშუალებებს იყენებს ინფორმაციის მოპოვების და ანალიზისთვის. აფასებს და ეფექტურად იყენებს ისტ-ის სფეროში არსებულ სიახლეებს. 6.იყენებს ისტი-ს საშუალებებს და ელექტრონულ ფორმატში არსებულ ინფორმაციას, პრობლემის გადაჭრისას.
Комментариев нет:
Отправить комментарий