ორიეოდე სიტყვა ოცნებების შესახებ_თინა გიორგაძე

    ოცნება,ერთი შეხედვით, არამატერიალური ცნებაა,რომელიც მხოლოდ ადამიანის გონებაში უნდა არსებობდეს და უბრალოდ ალამაზებდეს მის უფერულ ცხოვრებას. დიახ,ელიოზის მსგავს ადამიანებს ცხოვრების საზრისადაც კი გაუხდიათ "ოქროს თევზის", "ნატვრისთვლის" და "ცის გახსნის" ძიება. დღეს ნაკლებად შეხვდებით ასეთ მეოცნებეებს.დღეს პრაგმატიზმი მეფობს.კარგია,თუმცა "ელიოზების" გარეშეც მოსაწყენი იქნებოდა,ალბათ.
    ჩემი ოცნებაც ელიოზის ოცნებას ჰგავდა,თუმცა მალე იცვალა სახე და მატერიალურ,ხორციელ და სუბსტანციურ მკითხველთა კლუბად იქცა,რომელსაც არც ფრენა,არც წარმოდგენა,არც ილუზია და არც რეალობა აკლდა.
   ელიოზივით მეც მუდმივად ვეძებდი ოქროს თევზს_იქნებ ამისრულოს ოცნება და ბავშვებს წიგნები შეაყვაროს_მეთქი. არ ჩანდა.მაშინ მოკრძალებით ვთხოვე ბავშვებს: "იქნებ მხატვრულ ლიტერატურას შევეხოთ,შევიგრძნოთ და პატარა წიგნით დავიწყოთ_მეთქი". დამთანხმდნენ.წავიკითხეთ და ვიქტორინით გამოვიკითხეთ.მოგვეწონა.გავიმეორეთ.კიდევ ვიქტორინით გამოვიკითხეთ.ხან გვეზარებოდა,მაგრამ მაინც ვკითხულობდით.შემდეგ კიდევ დაგვეზარა და შევეშვით. ახლა "ნატვრისთვლის" ძიება დავიწყე: იქნებ,იმან მაინც შეაყვაროს წიგნები_მეთქი. არ გამოჩნდა... ვიფიქრე,სანამ ელიოზივით გაყინულს არ ჩამომიღებენ ხიდან...
     ბევრი ვიფიქრე. უტოპიად მეჩვენებოდა მკითხველთა კლუბის ჩამოყალიბება, ბევრი წიგნის წაკითხვა,ბევრი აქტივობის დაგეგმვა,ბევრი სტუმრის მიღება და რაც მთავარია,უტოპია მეგონა ბავშვების ასე დაინტერესება. რით დავიწყო?რა დააინტერებთ? როგორ მივიზიდო? რა გავაკეთო? სწორედ ამ ფიქრისასა "გაიხსნა ცა" და შეპარვით,მორიდებით,ბოდიშებით ვიკითხე გამოცდილ ადამიანთან რით შეიძლებოდა დამეწყო. ვისაუბრეთ ლექციებზე. გამიზიარა გამოცდილება.გავუმხილე ჩემი ოცნება. მოვრჩით ლექციებს და მითხრა: წადი ახლა და აისრულე შენი ოცნებაო!       წამოვედი.მოვიძიე,წავიკითხე,რჩევას ჩემი დავამატე...
    ერთი წლის შემდეგ:
📚22 წაკითხული წიგნი;
🤓საინტერესო სტუმრები;
🤔საინტერესო თემები;
😍საინტერესო აქტივობები;
🙏საინტერესო სურვილები;
    უამრავი წიგნი საჩუქრად!
ის საოცარი გოგო ნათია ფურცელაძე იყო,
ის კლუბი კი_"ლიტერმანი".

Комментариев нет:

Отправить комментарий

ჩემ შესახებ

მე გახლავართ თინა გიორგაძე,  28_ე  საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ,   დირექტორის მოადგილე.     მერვე წ...