суббота, 13 мая 2017 г.

ტექნოლოგია და ინტერაქცია დიდ აუდიტორიასთან

 თვალსაჩინოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის,ამიტომ მისი გამოყენება სასწავლო პროცესში ინფორმაციის ხანგრძლივად დამახსოვრების საშუალებას იძლევა.ამა თუ იმ თემის ვიზუალურად წარმოჩენის საუკეთესო საშუალება სწორედ Power Point-ია.პროგრამა გვაძლევს საშუალებას სლაიდებზე განვათავსოთ ტექსტი,სურათი,ანიმაცია,ხმა,ვიდეო,შევცვალოთ ფონი და ა.შ.ყველაფერი ერთად კი გაკვეთილს საინტერესოს და დასამახსოვრებელს ხდის.
     Power Point-ს არა მარტო სკოლაში,არამედ თითქმის ყველა დაწესებულებაში იყენებენ ინფორმაციის გაცნობის,ახალი მასალის გადაცემის,საკუთარი მიღწევების წარმოჩენის და სხვა მიზნით.კარგად მომზადებული "სლაიდ-შოუ" არაჩვეულებრივი საშუალებაა აუდიტორიაზე ზემოქმედების მოსახდენად.
     Power Point-ი ერთგვარ გეგმასაც შეიძლება წარმოადგენდეს.ის ეხმარება მომხსენებელს თემის თანმიმდევრულ წარმართვაში და უხერხული სიტუაციებიდან თავის დაღწევაში.აუცილებელია აუდიტორიის ჩართვა პრეზენტაციის დროს,რათა ეს არ იყოს მონოლოგი,რაც უინტერესო ხდება ხშირად მსმენელებისათვის.სასურველია პრეზენტაცია გაგრძელდეს 15-20 წუთი და არა მეტი.სლაიდების რაოდენობა კი 20-ით განისაზღვროს.
       მულტიმედია საშუალებების გამოყენების ფუფუნება ჩვენ არ გვქონდა,თუმცა თანამედროვე თაობას ეს შესაძლებლობა აქვს და,ვფიქრობ,აუცილებლად სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს. 

რა არის პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა?

ეს არის განათლებისადმი ზოგადი მიდგომა,რომელსაც ახასიათებს სამი ძირითადი ასპექტი:
1.სწავლა ეყრდნობა ღიად დასმულ პრობლემურ შეკითხვებს;
 2.მოსწავლეები მუშაობენ მცირე ჯგუფებში;
3.მასწავლებელი არის ”ფასილიტატორის” როლში, რის შედეგადაც მოსწავლე იღებს მეტ პიროვნულ პასუხისმგებლობას საკუთარ სწავლაზე და ხდება აქტიური შემმეცნებელი.
     პრობლემის გადაჭრა ხდება ეტაპობრივად.ეტაპების თანმიმდევრობას განაპირობებს თავად პრობლემის ტიპი და პრობლემის გადამჭრელი მოსწავლის თავისებურებები.
პრობლემის გადაჭრის მთლიანი ციკლი შემდეგნაირად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ:  
 
1. პრობლემის მოძებნა და განსაზღვრა
2. პრობლემის ჩამოყალიბება და წარმოდგენა
3. პრობლემის შესახებ ინფორმაციისა და რესურსების ორგანიზება და ცოდნის მობილიზება
4. შესაძლო ალტერნატივების ან გადაჭრის გზების მოძიება
5. პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების შერჩევა
6. შერჩეული სტრატეგიის განხორციელება და პროგრესზე დაკვირვება
 7. შედეგების შემოწმება და შეფასება

 ჟურნალი "მასწავლებელი".

ისტ-ის როლი სასწავლო პროცესში

ისტის როლი და მნიშვნელობა _ სწავლისადმი თანამედროვე მიდგომები მოითხოვს ისტ-ის დიდი დოზით გამოყენებას სასწავლო პროცესში,ვინაიდან ის საუკეთესო საშუალებაა ინფორმაციის მოძიების,ანალიზის და სინთეზის უნარის განმტკიცების კუთხით.ტექნიკის განვითარების პირობებში აუცილებელია ფეხი აუწყოს მას როგორც მოსწავლემ,ასევე მასწავლებელმა.ისტ-ის გამოყენება ასევე ხელს უწყობს საკომუნიკაციო უნარების განვითარებას,აძლევს ადამიანს საშუალებას კრიტიკულად მიუდგეს მოპოვეულ ინფორმაციას,გააანალიზოს და შეადაროს ერთმანეთს.ყველა ეს უნარი კი ეხმარება ბავშვს შემდგომ ცხოვრების მოწყობაში.
     ესგ-ს ძირითდი პრინციპი მდგომარეობს იმაში,რომ სწავლა-სწავლების პროცესში ცენტრალურ ფიგურას მოსწავლე წარმოადგენს.სასწავლო მასალა და სწავლების ფორმები გათვლილია იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე,რომელიც მოსწავლეს უნდა გამოადგეს მთელი ცხოვრების განმავლობაში.ასევე მასალა შერჩეული უნდა იყოს ასაკის შესაბამისად,რომ იყოს დაძლევადი.
ინდიკატორები -  დაწყებით საფეხურზე შედეგი დაძლეულია,თუ მოსწავლე:
იყენებს შეტანის და გამოტანის მოწყობილობებს,ამოიცნობს და ასახელებს სხვადასხვა ისტ-ის საშუალებებს,იყენებს ინტერნეტში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის არსებულ რესურსებს,ისტ-ის გამოყენებისას ახდენს დადებითი სოციალური და ეთიკური ქცევის დემონსტრირებას,ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტებს მშობლების და მასწავლებლების დახმარებით,ახდენს ინფორმაციის მოპოვებას და მის სხვებთან გაცვლას.
საბაზო საფეხურზე შედეგი დაძლეულია თუ მოსწავლე: 
იყენებს კლავიატურას,შეტანის და გამოტანის მოწყობილობებს, ისტ-ის საშუალებებს და გლობალურ ქსელებში არსებულ ინფორმაციას ზოგადი უნარების დასახვეწად,  ისტ-ის საშუალებებს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობისას,რომელიც ითვალისწინებს ელექტრონულ ფორმატში ბეჭდვას,კომუნიკაციას,სხვადასხვა პროდუქტის შექმნას და ა.შ.  ისტ-ის რესურსებს და ელექტრონულ ინფორმაციას (კალკულატორი,მონაცემთა შეგროვების მოწყობილობები) ამოცანების ამოხსნის,პრობლემის გადაჭრის და სხვა საკლასო და კლასგარეშე აქტივობების გადაჭრისთვის.
საშუალო საფეხურზე შედეგი დაძლეულია თუ მოსწავლე:
ამოიცნობს და გამოჰყოფს თანამედროვე და მოწინავე ისტ-ის შესაძლებლობებს,მათი გამოყენების ფარგლებს,შეარჩევს ისტ-ის საშუალებებიდან შესაბამისს და მიზნობრივად გამოიყენებს მას პირადი ან სასწავლო პროცესის მოთხოვნებიდან გამომდინარე,იყენებს ისტ-ის საშუალებებს ყოველდღიურ საქმიანობაში, ისიტემატურად და ეფექტურად იყენებს ელექტრონულ რესურსებს სხვებთან თანამშრომლობისთვის,კომუნიკაციის და საზოგადოებაში საკუთარი წვლილის შეტანისთვის, თანამშრომლობს თანაკლასელებთან,მასწავლებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ისტ-ის საშუალებების გამოყენებით, შინაარსთან დაკავშირებული ეროვნული რესურსების მოძიების,მათი ელექტრონულ ფორმატში დამუშავების,შექმნის,გამოცემის და გავრცელების მიზნით.
ისტ-ის ძირითადი საშუალებები და მისაღწევი შედეგები _ ძირითადი საშუალებებია: 1. ძირითადი ცნებები და ოპერაციები - შეუძლია ისტ-ის ძირითადი პრინციპების დემონსტრირება, მაგ: კომპიუტერის ჩართვა, გამორთვა, მაუსის, კლავიატურის გამოყენება. 2. სოციალური, ეთიკური და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები - აცნობიერებს ისტ-ის გამოყენების საშუალებების ეთიკურ და კულტურულ პრობლემებს, ასევე არსებული კანონმდებლობის დაცვით იყენებს ისტ-ის საშუალებებს. ავლენს დადებით დამოკიდებულებას საკუტარი ცოდნის გაღრმავებისა და მისწრაფებების განხორციელების მიმართ. 3. იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. 4. ისტ-ს იყენებს კომუნიკაციისთვის (შეტყობინება, განცხადების გავრცელება). იყენებს განსხვავებულ ფორმატს ინფორმაციის საზოგადოებასთან გაცვლის მიზნით. 5. ისტ-ის საშუალებებს იყენებს ინფორმაციის მოპოვების და ანალიზისთვის. აფასებს და ეფექტურად იყენებს ისტ-ის სფეროში არსებულ სიახლეებს. 6.იყენებს ისტი-ს საშუალებებს და ელექტრონულ ფორმატში არსებულ ინფორმაციას, პრობლემის გადაჭრისას.

 
 
 

ჩემ შესახებ

მე გახლავართ თინა გიორგაძე,  28_ე  საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ,   დირექტორის მოადგილე.     მერვე წ...