მულტიმედია საშუალებები სწავლა-სწავლების პროცესში
რა არის მულტიმედია საშუალებები?
1) მულტიმედია ინფორმაციის გადაცემის,შენახვის და წარმოების სხვადასხვა საშუალების ტექნოლოგია.ასევე ტექნოლოგიის მარეალიზებელი პროგრამებისა და საინფორმაციო სისტემების ერთოლიობა.ეს ეხება როგორც აკუსტიკურ ასევე ვიზუალურ,ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას.მულტიმედიას შეიძლება ჰქონდეს მარტივი სახე(ერთი სურათი) და კომპლექსური სახე,როდესაც კომპიუტერული პროგრამა ერთდროულად იტევს ხმას,გამოსახულებასა და ტექსტს.
2)რა არის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებები?
ესაა ინფორმაციის თვალსაჩინოდ წარმოდგენის საშუალებები.მაგალითად:კომპიუტერი,პროექტორი,პლანშეტი და სხვა.ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გამოიყენება სასწავლო პროცესში მრავალფეროვნებისათვის.ასევე ის ხელს უწყობს სასწავლო მასალის უკეთ აღქმას და იძლევა ინფორმაციის გადაცემის სხვადასხვა სახით მიწოდების საშუალებას.
3)რა განსხვავებაა ისტ-სა და სასწავლო მიზნებისთვის გამოყენებულ (ვებ) ტექნოლოგიებს შორის?
ვებ ტექნოლოგიები გულისხმობს საიტების,პროგრამების შექმნას,ასევე ქსელში ინფორმაციის განთავსების წესებს,ხოლო ისტი გულისხმობს ამ ყველაფრის გამოყენებას კომპიუტერის,პლანშეტის და პროექტორის საშუალებით
4)სასწავლო პროცესში შეიძლება გამოვიყენოთ google,wikipedia,internet explorer,gmail და სხვა..
Комментариев нет:
Отправить комментарий