მე გახლავართ თინა გიორგაძე, 28_ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე.
მერვე წელია ამ სკოლაში ვმუშაობ. იქამდე კი იყო ამდენივე წელი უშედეგო ცდა,მუშაობა დამეწყო საჯარო სკოლაში. პროფესიის არჩევაში დედა დამეხმარა და საოცარია, რომ მისი არჩევანი ჩემს საყვარელ საქმედ იქცა.
მერვე წელია ამ სკოლაში ვმუშაობ. იქამდე კი იყო ამდენივე წელი უშედეგო ცდა,მუშაობა დამეწყო საჯარო სკოლაში. პროფესიის არჩევაში დედა დამეხმარა და საოცარია, რომ მისი არჩევანი ჩემს საყვარელ საქმედ იქცა.
უნდა ვაღიარო,რომ მაშინ უნივერსიტეტიდან სკოლა ძალიან „პატარა“ ჩანდა და ბევრი ცდილობდა იქვე დარჩენილიყო. მეც იმ განწყობის მსხვერპლი ვიყავი, მაგრამ როდესაც უნივერსიტეტს ვამთავრებდით, ერთი ლექტორის მიერ ნათქვამი ფრაზა დამამახსოვრდა: „თქვენ ყველა მეცნიერები ვერ გახდებით, მაგრამ ნამდვილად ვიცი, კარგი მასწავლებლები დადგებითო“. არ ვიცი, მისი იმედები გავამართლეთ თუ არა, მაგრამ ამ ფრაზამ შემიცვალა დამოკიდებულება პროფესიის მიმართ.
თსუ_ს დამთავრების შემდეგ, სანუკვარ ოცნებად გადაქცეული სკოლა უფრო და უფრო შორეული ხდებოდა, ვინაიდან თანამედროვე სწავლება სულ სხვა რელსებზე გადავიდა. ამიტომ, გადავწყვიტე მაძიებელი მასწავლებლის პროგრამაში ჩართვა და დღემდე ვთვლი, რომ სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების საბაზო ცოდნა სწორედ მაშინ მივიღე. შეძენილი ცოდნით თამამად შევაღე სკოლის კარი...
ვხელმძღვანელობ მკითხველთა კლუბ "ლიტერმანს".
ვხელმძღვანელობ მკითხველთა კლუბ "ლიტერმანს".